30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 29 ივლისი 21:01, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს ენერგიის შესუსტებას იგრძნობთ, თანაც - დილიდან. ყოფით პრობლემებთან დაკავშირებით, შესაძლოა, სიტუაცია გართულდეს. ნუ გადადებთ საოჯახო საქმეებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას. სახლში მშვიდი გარემო - თქვენი კეთილდღეობის გარანტია.



კურო
წვრილმანი უსიამოვნებები მეგობრების გამო შეგექმნებათ, რის გამოც, შესაძლოა, ცხოვრება გაგირთულდეთ. თუმცა, დღისბოლოს ბევრი პრობლემა თავისთავად მოგვარდება, ყოველგვარი ჩარევების გარეშე. შესაძლოა, თქვენ არ ხართ ყველაფერში დამნაშავე? იქნებ, ზედმეტად ემოციური ხართ? თქვენი უნდობლობა ნებისმიერ ქალს აწყენინებს.



ტყუპები
სანდო და მშვიდ პარტნიორს ღირსეულად შეაფასებთ. ერთად ბედნიერები იქნებით და ერთმანეთისგან ბევრ რამეს ისწავლით. ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო მეტი იფიქროთ საერთო ღირებულებებზე, ვიდრე საკუთარ შეხედულებებსა და მტკიცებულებებზე. შეიკავეთ თავი ამბიციური მოქმედებებისგან.



კირჩხიბი
ამ დღეს თქვენი პირადი ცხოვრება თავდაყირა დადგება. სიყვარულში უიღბლობა თქვენი სულიერი კრიზისის მიზეზი გახდება. შორეული, გამოცდილი კავშირებიც კი ვერ დაგამშვიდებთ: ახლობელი ადამიანი ახალ სანერვიულოს გაგიჩენთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ნუ იქნებით ამბიციური. ახლა თქვენთვის მთავარია - არ გადააჭარბოთ საკუთარ შესაძლებლობებს.



ლომი
ეს დღე არ არის შესაფერისი საქმიანი და პირადი კონტაქტებისთვის. არ გამოირიცხება გაუგებრობა და ურთიერთობების დაძაბვა. ასევე, არ გამოირიცხება ხასიათის მოულოდნელი ცვლილებები. დაუთმეთ ეს დღე დაგროვილ პროექტებზე მუშაობას და მათ დასრულებას. მოიშორეთ არასაჭირო აზრები და ნივთები. ვარსკვლვების რჩევით, ახალი საქმეების დაწყება არ ღირს.



ქალწული
ამ დღეს დაწყებულ ურთიერთობებს ან წარმოქმნილ სიტუაციებს თქვენი მომავლისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება. დადებითი და უარყოფითი ტენდენციები თანაბარ რაოდენობით შეინიშნება. თუკი არჩევანის წინაშე დადგებით, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად. თქვენთვის აუცილებელია კონსულტაციები კომპეტენტურ ადამიანებთან და სპეციალისტებთან.



სასწორი
გამომგონებელ, მეცნიერ და მოგზაურ სასწორებს ამ დღეს ბედი გაუღიმებს. სამსახურის პირობები მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ. ყურადღებით იყავით საქმიან პარტნიორთან, რომელთანაც, შესაძლოა, მატერიალურ საკითხებში სერიოზული უთანხმოება მოგიწიოთ.



მორიელი
ამ დღეს ექსპერიმენტების ჩატარებას გადაწყვეტთ, შეეცდებით ბიზნესში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში ახალი მიმართულებები იპოვოთ და ამ თავგადასავლებისკენ სწრაფვას ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დააყენებთ.



მშვდილდოსანი
მნიშვნელოვანი ცვლილებები გელოდებათ. პირადი ცხოვრება ძლიერი გრძნობებით დაიტვირთება და ამ გრძნობას გულწრფელად გამოხატავთ. გიყვარდეთ ახლობელი ადამიანი და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ თქვენ გვერდით თავს ბედნიერად გრძნობდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენთან ერთად ცხოვრება მოსაწყენი არავის მოეჩვენება.



თხის რქა
თქვენ საიმედო მეგობარი ხართ. ინერესების ფართო სფერო გაგაჩნიათ და სამუშაო ბევრ სიამოვნებას განიჭებთ. ამის დამსახურებით თავს სრულიად კომფორტულად იგრძნობთ. განაგრძეთ ცხოვრება ჩვეულ რიტმში. წარმატება თქვენთან ძალიან ახლოსაა.



მერწყული
საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნებათ. არ გამოირიცხება დიზბაქტერიოზი ან კოლიტი. აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით, თქვენთვის რეკომენდებულია მუცლის ცეკვა, როგორც შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალება, რომელიც არეგულირებს ნაწლავის პერისტალტიკას.



თევზები
საკუთარი ქონები განკარგვის დროს შესაძლოა, განწყობა გაგიფუჭდეთ. კარგი იქნება, თუკი ისწავლით და შეძლებთ კრიტიკული სიტუაციიდან გამოსვლას. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, თუკი სიფრთხილეს არ გამოიჩენთ, ყველაფერს რაც გაგაჩნიათ, ქარს გაატანთ.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge