გაპარტახებული სურამი – უნიკალური კურორტი ისეთი ცარიელია, როგორც არასდროს

  • სარკე
  • 28 ივლისი 10:51, 2018 წელი

სურამში, ჩუმათელეთის დასახლებაში ხალხი დახმარებას ითხოვს, ამბობენ, რომ იქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია, რადგან წყალი არ მოდის ან თუ მოდის, მღვრიე და დასალევად უვარგისია.

მათ ამ პრობლემას სოციალური ქსელით მარი კორკოტაძე ეხმაურება და წერს:


,,ჩუმათელეთში ვარ დაბადებული და გაზრდილი. ამ სოფელში ხალხი თითქმის არაა დასაქმებული და მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო დამსვენებლებიდან შემოსული თანხებია, რომლითაც მთელი წელი ირჩენენ თავს.


წელს ისეთი ცარიელია ჩუმათელეთი, როგორც არასდროს, იმიტომ, რომ წყალი ონკანში არ მოდის, ერთი თვეა, აქ ვარ და დავიტანჯე ამ უწყლობით და დამსვენებელი როგორ მოვა?! არადა ჩუმათელეთის ჰაერი ერთ-ერთი უნიკალურია, ერთადერთი თუ არა. იმის ნაცვლად, რომ კურორტული ზონაა და განვითარონ, რაც ძალიან დიდ შემოსავალს მოუტანს არამხოლოდ სოფელს, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტს, აპარტახებენ ყველაფერს!


ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია – ახლა ბიუჯეტის დაგეგმარებას რომ იწყებთ, აუცილებლად ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. მაინტერესებს ერთი, ამ წლების განმავლობაში რას აკეთებდით და ახლა რა უნდა გააკეთოთ. როგორ ანაწილებთ პრიორიტეტებს და რაში ხარჯავთ თანხებს?”.

წყარო: სარკე