,,ხანძრისას დათომ არ იკადრა მოხუცის მიტოვება… გენაცვალე მაგ ნაოპერაციებ გულში!”

  • სარკე
  • 28 ივლისი 10:46, 2018 წელი

საბერძნეთში დატრიალებულ ტრაგედიას, მასშტაბურ ხანძარს ცოცხალი გადაურჩა კიდევ ერთი ქართველი დათო გეჯაძე.

ირინა კეშელავა მისი გმირობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ამბობა, რომ მოხუცი მამაკაცი ხანძრის დროს ოჯახის წევრებმაც მიატოვეს, მაგრამ დათო გეჯაძე გვერდიდან არ მოშორდა და გადაარჩინა.


,,დათო გეჯაძე – გმადლობთ.  ათენის მახლობლად, რაფინაში, დატრიალდა საუკუნის ტრაგედია.
ხანძარმა შეიწირა ათეულ ადამიანთა სიცოცხლე, ვინც გადარჩა, მათ ჯოჯოხეთი გამოიარეს….


დათო ამ ჯოჯოხეთს რაფინაში დაუპირისპირდა.
ბერძნების ოჯახის დიასახლისმა, მისმა შვილმა ცოლ-შვილით, სახლის გარშემო გაჩენილ ხანძრისგან თავის გადარჩენა გაქცევით სცადეს.


სახლში კიდევ ავადმყოფი ხანდაზმული ბაბუა იყო, რომელიც, ბუნებრივია, ვერ გაიქცეოდა.
დათოსაც შეეძლო, გაქცევით ეშველა თავისთვის, მაგრამ არ იკადრა მოხუცის მიტოვება ქართველმა.
დარჩა მასთან ერთად და მთელი ღამე შიშველი ხელებით, მხოლოდ წყლის ჭავლით იბრძოდა საკუთარი თავის და მოხუცის სიცოცხლის გადასარჩენად, ასევე ბუნებრივია – სახლის.


ჩემთვის დათო ჩვენი დროის გმირია. ტყუილია, გმირებად არ იბადებიან, გმირები ხდებიანო…
დათოსთვის ეს არ იყო პირველი შემთხვევა.
2007 წელს თითქმის იმავე სიტუაციაში აღმოჩნდა პარნიტაში გაჩენილი ხანძრის გამო. არც მაშინ მიატოვა
დასაღუპად განწირული ქალბატონი. ხელში აყვანილი ატარა და როცა სამშვიდობოს გაიყვანა, სახლს მიუბრუნდა და დაწვას გადაარჩინა.
დიახ, გმირებად იბადებიან .
ბევრჯერ მიწვნევია სირცხვილი ემიგრანტ ქართველთა უსაქციელობას გამო. დღეს მე დათოს საქციელით მეამაყება ქართველობა. მეამაყება, რომ მე ვიცნობ ამ არაჩვეულებრივად თავმდაბალ ადამიანს.
მისი თავდამბლობის გამო მინდოდა, თქვენთვის გამეცნო იგი.
მადლობა, დათო.
გენაცვალე მაგ ნაოპერაციებ გულში!”, – წერს ირინა კეშელავა.


 

წყარო: სარკე