ვინ იყო ნიუ-იორკის ქართველი ვიცე-მერი ?

  • სარკე
  • 25 ივლისი 15:26, 2018 წელი

ამერიკა გასული საუკუნის 50-იანი წლები. 

ნიუ-იორკის საუკეთესო სასტუმროში, მეჯლისზე, ამერიკის მთელი ფინანსური ელიტაა შეკრებილი-მორგანები, როკფელერები.  სიგარების კვამლში ბრილიანტები ციაგებენ.  ყურადღების ცენტრში კი წარმოსადეგი მამაკაცია  კავკასიური გარეგნობითა და ტემპერამენტით. ხალისიანად ყვება ისტორიებს, საზოგადოება აღფრთოვანებულია, ღიმილი  თავადაც დასთამაშებს სახეზე, თუმცა მხოლოდ მისმა ოჯახმა იცის, შინაგანად  როგორ ჭამს ნოსტალგია, როგორ ენატრება საქართველო, რომელიც 1921 წელს, ქვეყნის გასაბჭოების შემდეგ დატოვა. 


ქართველი ემიგრანტი, რომლის გარშემოც ჰოლივუდის ვარსკვლავები, ცნობილი ბიზნესმენები  და პოლიტიკოსები ტრიალებდნენ, სიკო(სვიმონ)  სიდამონიძე-ერისთავი გახლდათ, პროფესიით ინნჟინერი. 


მან ნიუ-იორკის საუკეთესო უბანში რესტორანი "კავკასიის არწივი" გახსნა, სადაც კავკასიელები იყრიდნენ თავს. 


სვიმონიო 1964 წელს, ერთ-ერთი თავყრილობის დროს ცუდად გახდა და გარდაიცვალა.მას სამი შვილი ყავდა, ირინე პირველი ქორწინებიდან. ამერიკაში ცოლად შეირთო საფრანგეთში ამერიკის ელჩის ქალიშვილი, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა-კონსტანტინე და ანა. 


-გულით დავრჩი ქართველი, ჩემს ახალ სამშობლოს ვუძღვნი უძვირფასესი ძღვენი-ორი ამერიკელი ქართული სისხლით. ამბობდა სვიმონ სიდამონიძე. 


ქართული ჩოხით მანჰეტენზე


სვიმონის ვაჟი კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი, რომელსაც ამერიკაში კონი ერისთავით იცნობდნენ, მანჰეტენზე დაიბადა. 


მას ხშირად ხედავდნენ ქართულ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილს.  


ძლიერი მმართველი 


კონსტანტინე ამერიკულ საზოგადოებაში მამასავით პოპულარული იყო, იყვარდათ და პატივს სცემდნენ. მან განათლება პრესტიჟულ სასწავლებლებში მიიღო, შემდეგ კი სერიოზული პოლიტიკური კარიერაც გაიკეთა. 1967-1973 წლებში ნიუ-იორკის ვიცე მერი გახლდათ. 


 


 


 

წყარო: სარკე