მარგო ლუჩკო ყოფილ კალათბურთელზეა შეყვარებული

  • სარკე
  • 21 ივლისი 21:33, 2018 წელი

ტელესახე მარგო ლუჩკო, შალვა რამიშვილთან კონფლიქტის შემდეგ, ტელევიზიიდან რადიოში გადაბარგდა.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, მარგომ პირველი ინტერვიუ მისცა, თუმცა, შალვა რამიშვილთან კონფლიქტის შესახებ ახლაც არ ისაუბრა. სამაგიეროდ თქვა, რომ შეყვარებულია და მისი რჩეული ყოფილი კალათბურთელია.


– მას შემდეგ, რაც მეუღლეს დავშორდი ერთი წელი არავისკენ მსურდა გახედვა. მერე კი გავიცანი ძალიან კარგი ბიჭი, ყოფილი კალათბურთელი და ახლა ვართ შეყვარებულები.


– უახლოეს მომავალში თქვენი გათხოვების შესახებაც ხომ არ გავიგებთ?


– არა, უფრო სწორად, არ ვიცი. ჩემთვის მთავარია გვერდით მყავდეს ადამიანი, რომელიც მიყვარს და რომელსაც ვუყვარვარ. ჩემთვის მთავარია მყავდეს ადამიანი, რომელიც როცა დამჭირდება მარტოობას არ მაგრძნობინებს და მეც იმავეს გავაკეთებ მისთვის.


ჩემთვის ფორმალური დაოჯახება და ქორწინების მოწმობა არაფრისმთქმელია. მირჩევნია, ოფიციალური გათხოვების გარეშე ვიყო ბედნიერი, ვიდრე ხელი მქონდეს მოწერილი და უბედური ვიყო.


– ყოფილ მეუღლესთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?


– კარგი ნაცნობები ვართ. ვერ ვიტყვი, რომ კარგ მეგობრებად დავრჩით, რადგან როცა ადამიანები ერთმანეთს შორდებიან, იქ რაღაც ბზარები ჩნდება.


ინტერვიუს სრული სახით წაიკითხავთ სარკის მიმდინარე ნომერში

წყარო: სარკე