13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 12 ივლისი 21:14, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
მშვიდი და ჰარმონიული დღე გელოდებათ. თუკი შეცდომას არ გამოასწორებთ, სიტუაციის გამეორება არ გამოირიცხება. ვარსკვლავები გირჩევენ, სოციალური საკითხების გადაწყვეტით დაკავდეთ. თუკი თქვენთვის გაუგებარია ბედისწერის ნიშნები და მნიშვნელობა, შეცდომების გამოსწორების პერიოდი დიდხანს გაგრძელდება.


კურო
სამსახურში კარდინალური ცვლილებები გელოდებათ. არ გამოირიცხება სამუშაოს შეცვლა უფრო თავისუფალი გრაფიკით და მაღალი ანაზღაურებით. თქვენი ფინანსური სტაბილურობა დამოკიდებულია კოლექტიურ მუშაობაზე. ჩაერთეთ გუნდურ სამუშაოში, იმ შემთხვევაშიც, თუკი დამოუკიდებლად მუშაობას ანიჭებთ უპირატესობას.


ტყუპები
ეს დღე შესანიშნავია ვაჭრობისთვის, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააძლიერებს. ისარგებლეთ თქვენი კავშირებით უცხოელებთან. არ გამოირიცხება მივლინებაში უცხოეთში გამგზავრება. ცხოვრების სხვა სფეროში ცვლილებები არ შეინიშნება. მიჰყევით დინებას.


კირჩხიბი
ეს დღე უამრავ შესაძლებლობას მოგცემთ თვითრეალიზაციისთვის. შესაძლოა, საინტერესო, პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი სამსახური იპოვოთ ან დაიწყოთ უფრო დიდი, მნიშვნელოვანი საქმიანობა და დაკავდეთ შემოქმედებით. მაგრამ გახსოვდეთ: ამ დღეს არ ღირს დაწვრილმანება - მოეკიდეთ სერიოზულ პროექტებს.


ლომი
ამ დღეს ძალიან მკვეთრი ფორმით მოგიწევთ საკუთარი სიმართლის დამტკიცება და მაინც შეძლებთ მიზნის მიღწევას, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. არ დაგეგმოთ ხელმძღვანელთან ვიზინი. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაციები იურისტებთან.


ქალწული
საკუთარი დამოუკიდებლობის გამოხატვით, ჯანსაღი აზროვნებითა და პრაქტიკული უნარებით გარშემომყოფებს გააოცებთ და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვენ. არ ღირს მცირედი უსიამოვნებების, შეცდომებისა და დაბრკოლებების გამო პანიკაში ჩავარდნა. ზურგს უკან ნეგატიური საუბრებისა და ინტრიგების გამო, შესაძლოა, კონცენტრირება გაგიჭირდეთ.


მორიელი
თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი შემცირდება. წუწუნის, ზუზუნისა და მოწყენისკენ მიდრეკილება გაგიჩნდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ექსტრასენსებთან და აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას მოერიდოთ.


მშვილდოსანი
სირთულეებმა, შესაძლოა, შეგაშინონ. სითამამე და თავდაჯერებულობა დაგაკლდებათ. იყავით დარწმუნებული: მხოლოდ სითამამე დაგეხმარებათ სირთულეების დაძლევაში. არ ღირს საკუთარი ნაკლის გადაჭარბებით აღქმა, რადგან უამრავი ღირსეული თვისება გაქვთ, რომლის გამოც დაგაფასებენ.


თხის რქა
უძრავი ქონების საკითხებში, ვაჭრობისა და მსგავს სფეროებში წარმატება გელოდებათ, ხოლო საინფორმაციო სფეროში - საინტერესო პუბლიკაციები. ნუ გადადებთ საქმეებს - სამეცნიერო შრომა და სტატიები თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი იქნება.


მერწყული
ამ დღიდან თქვენთვის საინტერესო წყაროებიდან სასარგებლო ინფორმაციებს შეიტყობთ. ისარგებლეთ ამ შანსით და გამოიყენეთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციები მიზნების მისაღწევად. გარკვეული საკითხები შეგიძლიათ, კულუარულად გადაწყვიტოთ. გამოიჩინეთ სიფრთხილე თქვენს ბიზნესში პარტნიორების ინვესტირების დროს.


თევზები
ამ დღეს არ გამოირიცხება ხელმძღვანელთან დაძაბული ურთიერთობა. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიჩინოთ გამძლეობა და კომპრომისებზე წასვლის უნარი. წინააღმდეგ შემთხვევაში წაგებული დარჩებით.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge