"ბავშვი გამოსვლას აგვიანებდა, ამიტომ მშობიარობა დამიჩქარეს"

  • სარკე
  • 12 ივლისი 14:09, 2018 წელი

ყოფილი ტელესახე, მოდელი ნუკი კოშკელიშვილი და მისი ქმარი ბენი ჩეიმი, თავიანთ პირველ შვილს 9 თვეზე მეტხანს ელოდებოდნენ. 

27 ივნისს კი  ოთხ კილოიანი ბიჭუნა ოლივერ ნიკოლას ჩეიმი ეყოლათ. 


მშობიარობას ბენი და ნუკის დედა ეკატერინა ბალჰამიშვილი დაესწრნენ. 


გთავაზობთ ჟურნალ "სარკედან" ინტერვიუს ამონარიდს. 


მშობიარობა დაგეგმილი იყო, რადგან ძალიან გადავაცილე, დიდხანს ველოდით თავისი ნებით გამოსვლას. გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არ გამოსულიყო, ამიტომ მშობიარობა დამიჩქარეს. 


ძალიან მაგარი იყო, თუ შეიძლება ასეთი რამ მშობიარობაზე ითქვას, რადგან დიდი გამოცდილება მივიღე. ეს პირველი შვილია და ემოციები, შთაბეჭდილებები არაფერს შემიძლია შევადარო. 


როგორც მახსოვს ბოლოს 20 კილო გქონდათ მომატებული, უკვე დაიწყეთ წონის დაკლებაზე ზრუნვა? 


-კი, 10 კილო უნდა დავიკლო. სხვათა შორის ველოდებოდი, რომ მუცელი დამრჩებოდა, მაგრამ საერთოდ აღარ მაქვს. ამბობენ ბავშვი თუ ბუნებრივ კვებაზე გყავს, დიეტა არ შეიძლებაო, ამიტომ თავს ვიკავებ. უძილო ღამეები და 4 კილოიანი ბავშვის აწევ დაწევა ალბათ ხელს შემიწყობს წონის განადგურებაში. მერე ვარჯიშს დავიწყებ და იმედია, ძველ ფორმას დავიბრუნებ. 

წყარო: სარკე