ნუცა შანშიაშვილი: მადლობა ღმერთს ნარკოტიკზე ძალიან მალე ვთქვი უარი

  • სარკე
  • 12 ივლისი 13:24, 2018 წელი

მომღერალი ნუცა შანშიაშვილი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მავნე ჩვევაზე მალევე თქვა უარი. 

რა არის თქვენს ცხოვრებაში ის, რასაც ებრძვით? 


- როცა რაღაცაზე დამოკიდებული ხარ, იქ შენი პიროვნული თავისუფლება მთავრდება. რუსეთში მქონდა პერიოდი, როცა გარკვეულ წრეში მოხვედრისთვის საჭირო იყო ნარკოტიკიც, მაგრამ მადლობა ღმერთს, ძალიან მალე ვთქვი ამაზე უარი. სიგარეტიც გადავაგდე, რადგან ვხვდებოდი, რომ ჩემს სასიმღერო პოტენციალს არ უხდებოდა. რაც ჩემს ხმას არ უხდება, ყველაფერზე მარტივად ვთქვი უარი. ჩემი კონცერტის დასრულების შემდეგ, ბევრს ჰგონია, რომ კაიფში ვიყავი, არად მე მხოლოდ სიამოვნების ენერგიით ვარ სცენაზე. 


თქვენი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, დღეს ბედნიერი ქალი ხართ? 


- კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ქალი ვარ და ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი. ეს ცხოვრება ერთი დიდი გაკვეთილია, ჩემი ხელოვნება და ბედნიერება კი- ამ გაკვეთილებისგან შედეგი. 


 

წყარო: სარკე