ზაფხული ინტერნეტის გარეშე

  • funtime.ge
  • 12 ივლისი 13:02, 2018 წელი

სოფელი, ტყე, მზე, უსასრულო ველი, გვერდით კეთილი ძაღლი, მეგობრები, მშობლები და, რა თქმა უნდა, თამაშები...

პოლონელი ფოტოგრაფი იზაბელა უბრანიაკი მიიჩნევს, რომ მეგობრების წრეში გატარებული ბავშვობა უფრო საინტერესოა, ვიდრე ტელევიზორთან ან ინტერნეტთან. მან საოცრად შთამბეჭდავი ფოტოსერია წარმოგვიდგინა, როგორ ატარებენ ზაფხულს თავისი შვილები ხმაურიანი ქალაქისგან მოშორებით. სოფელი, ტყე, მზე, უსასრულო ველი, გვერდით კეთილი ძაღლი, მეგობრები და მშობლები, რა თქმა უნდა, თამაშები - ამგვარ გარემოში არც ერთი ბავშვი არ მოიწყენს.



„ჩემს შვილებს საზაფხულო არდადეგების პერიოდში გადავუღე ფოტოები. ბავშვები არიან კომპიუტერის, ინტერნეტისა და ვიდეოთამაშების გარეშე. ძალიან მიხარია, რომ ცოტა ხნით მაინც ვუბრუნდები ბავშვობას მათთან თამაშის დროს და ძალიან მინდა, რომ ჩემი შვილების ზაფხული ასეთ ატმოსფეროში რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს“.


 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge