"ერთადერთხელ მქონდა რომანი ცოლიან მამაკაცთან"

  • სარკე
  • 11 ივლისი 18:41, 2018 წელი

მომღერალ ნუცა შანშიაშვილის ცხოვრება თბილისსა და ნიუ-იორკს შორის მიედინება, თუმცა ისე ბობოქრად აღარ, როგორც წლების წინ. 

 

ნუცამ ტკივილით, წინააღმდეგობებითა და გამარჯვებებით სავსე გზა გაიარა. ამაყობს თითოეული ეტაპით, რადგან ამ წარსულმა შექმნა ისეთი ნუცა, როგორსაც დღეს საზოგადოება იცნობს. 


გთვაზობთ მომღერლის ინტერვიუდან ამონარიდს  ჟურნალ "სარკედან". 


საკუთარი მორალის წინააღმდეგ თუ წასულხართ? 


-ერთადერთხელ მქონდა რომანი ცოლიან მამაკაცთან და როგორც კი ეს დაიწყო, მ,აშინვე დავიწყე ლოცვა, ღმერთს შევთხოვდი, გავეთავისუფლებინე ამ გრძნობისგან. კარგად მესმის, რომ სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერ ააგებ და როცა ამაზე მიდიხარ, ყოველთვის ცუდი რამ მოყვება. 


რა არის თქვენს ცხოვრებაში, ის რასაც ებრძვით? 


- როცა რაღაცაზე ხარ დამოკიდებული, იქ შენი პიროვნული თავისუფლება მთავრდება. რუსეთში მქონდა პერიოდი, როცა გარკვეულ წრეში მოხვედრისთვის საჭირო იყო ნარკოტიკიც, მაგრამ მადლობა ღმერთს, ძალიან მალე ვთქვი ამაზე უარი. სიგარეტიც გადავაგდე, რადგან ვხვდებოდი, რომ ჩემს სასიმღერო პოტენციალს არ უხდებოდა. რაც ჩემს ხმას არ უხდება, ყველაფერზე მარტივად ვთქვი უარი. ჩემი კონცერტის დასრულების შემდეგ ბევრს ჰგონია, რომ კაიფში ვიყავი, არადა მე მხოლოდ სიამოვნების ენერგიით ვარ სცენაზე. 


 

წყარო: სარკე