აბიტურიენტი - ერთი ნაკლი ის იყო რომ ლამაზი გოგოები არ იყვნენ

  • ალია
  • 9 ივლისი 13:11, 2018 წელი

EDU.ARIS.GE-სთან ერთ-ერთი აბიტურიენტი თავისი საგამოცდო სექტორის ნაკლად ლამაზი გოგონების არაარსებობას ასახელებს.

 5 ივლისს 175-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ მან სექტორში არსებული სიტუაცია დადებითად შეაფასადა აღნიშნა, რომ საგამოცდო ოთახში გრილოდა და გამოცდის დაწერაში ხელი სიცხეს არ შეუშლია, თუმცა თემის დაწერა მაინც დაეზარა.


„ძალიან კარგი გარემო იყო, გრილოდა. ერთი ნაკლი ის იყო რომ ლამაზი გოგოები არ იყვნენ. საკითხები რთული ნამდვილად არყოფილა, არგუმენტირებული ესეც და რედაქტირებაც მარტივად დავწერე, თუმცა თემა გამოვტოვე. სიმართლე გითხრათ, დამეზარა თემის დაწერა. სხვა ყველაფერი კარგად დავწერე და იმედი მაქვს, ნორმალურ ქულას ავიღებ“,- გვითხრა ლევანმა.

წყარო: ალია