ყველაზე ლამაზი მამაკაცები მსოფლიო პოლიტიკაში

  • funtime.ge
  • 4 ივლისი 13:15, 2018 წელი

სანდომიანი, ათლეტური, სიმპათიური, გავლენიანი - მათ დანახვაზე ბევრს „კარდიოგრამა ეცვლება“...

1. ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი



ჯერ კიდევ შორეულ ბავშვობაში თანატოლებისგან ინტელექტით, ამბიციურობითა და ქარიზმით გამოირჩეოდა. ეს თვისებები მაკრონს 2017 წელს საფრანგეთის პრეზიდენტად გახდომაში დაეხმარა. ის საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია.


საინტერესო ფაქტი: ემანუელი ვირტუოზულად უკრავს ფორტეპიანოზე და თაყვანისმცემლებთან ერთად სელფის გადაღება უყვარს.


2. ენრიკე პენია ნიეტო, მექსიკის პრეზიდენტი



ენრიკე მექსიკას 2012 წლიდან მართავს. 51 წლის ლიდერი ენერგეტიკისა და განათლების დარგში რეფორმებს აქტიურად ატარებს.


საინტერესო ფაქტი: დაქორწინებულია მსახიობ ანხელიკე რივერაზე, რომელმაც 90-იანი წლების ცნობილ სერიალ „უბრალოდ მარიაში“ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.


3. პედრო სანჩესი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი



2018 წლის დასაწყისში სანჩესი ესპანეთის მთავრობის ახალი ხელმძღვანელი გახდა. მანამდე მან წინამორბედის კორუფციული სკანდალების ფონზე ამომრჩეველთა ნდობა მოიპოვა.


საინტერესო ფაქტი: ფიცის დადებისას ათეისტმა სანჩესმა უარი განაცხადა, ბიბლიაზე დაეფიცა, მის ნაცვლად მან კონსტიტუცია გამოიყენა.


4. მარკო რუბიო, აშშ-ს სენატორი



მარკოს ბრწყინვალე პოლიტიკური კარიერა აქვს. ის აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სენატორია. 47 წლის პოლიტიკოსი განსაკუთრებით ლათინურამერიკული წარმოშობის ამომრჩევლებშია პოპულარული.


საინტერესო ფაქტი: ახალგაზრდობაში მას დიდი წარმატებები ჰქონდა ამერიკულ ფეხბურთში. სპორტული ნიჭის წყალობით კოლეჯში ჩააბარა და საფეხბურთო სტიპენდიასაც იღებდა.


5. ალექსის ციპრასი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი



ბერძენი პოლიტიკოსი კლასიკური გარეგნობით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ბუნებრივ შარმთან და ჭკუასთან ერთად ის ძლიერ პოლიტიკოსად გვევლინება. თავის ქვეყანაში ძალიან პოპულარულია, ვინაიდან ყველაფერს აკეთებს ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად.


საინტერესო ფაქტი: ის არასდროს არ ატარებს ჰალსტუხს. ფიცი დადო, რომ, სანამ საბერძნეთი კრიზისიდან არ გამოვა, ტანსაცმლის ამ აქსესუარს მის ტანზე ვერავინ ნახავს.


6. სებასტიან კურცი, ავსტრიის კანცლერი



ავსტრიაში სებასტიანს „ვუნდერკინდს“ ეძახიან. ის თავის თავში საქმიან კომუნიკაბელურობას, მახვილგონიერებასა და ბრძნულ მოქმედებებს აერთიანებს. ის ევროპაში ჯერ ყველაზე ახალგაზრდა საგარეო საქმეთა მინისტრი, შემდეგ კი ქვეყნის ხელმძღვანელიც გახდა.


საინტერესო ფაქტი: პოლიტიკოსს უმაღლესი სასწავლებელი დასრულებული არ აქვს.


 7. იოჰან გუდენუსი, ვენის ვიცე-მერი



კიდევ ერთი ახალგაზრდა ავსტრიელი - ვენის ვიცე-მერი და თავისუფლების პარტიის ვენის განყოფილების ხელმძღვანელი. იოჰანი ევროპაში გაწონასწორებულ და ამბიციურ პოლიტიკოსად არის ცნობილი.


საინტერესო ფაქტი: შესანიშნავად ფლობს რუსულ ენას და რუსული კულტურითაა დაინტერესებული.


8. კახაბერ კალაძე, თბილისის მერი



წარსულში ცნობილი ფეხბურთელი და ახლა პოლიტიკოსი ცნობილია როგორც ნიჭით, ისე კეთილი გულითაც.  პოლიტიკაში მოსვლის დღიდან კახა კალაძე მთელ თავის ხელფასს ქველმოქმედებას ახმარს. 2017 წლიდან მას თბილისის მერის პოსტი უკავია.


საინტერესო ფაქტი: მას თამამად შეიძლება ეწოდოს ყველაზე პეწიანი პოლიტიკოსი. ის შესანიშნავად გამოიყურება როგორც ჯინსებსა და სპორტულ ფეხსაცმელში, ისე საქმიან კოსტიუმში.


 9. ჩეკ უმანა, ბრიტანელი პარლამენტარი



39 წლის პოლიტიკოსი ბიზნესისა და ენერგეტიკის საკითხებით არის დაკავებული. მას ნებისმიერ თანამოსაუბრესთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა.


საინტერესო ფაქტი: ჩეკის ბავშვობა რთული იყო. მისი მამა ნიგერიელი იმიგრანტი გახლდათ. მამის გარდაცვალების შემდეგ დედა ჩეკსა და მის უმცროს დას მარტო ზრდიდა.


 10. ჯიგმე კხესარ ნამგიალ ვანგჩუკი, ბუტანის მეფე



38 წლის ჯინგმე ქვეყნის ცხოვრებასა და პოლიტიკაში აქტიურად მონაწილეობს. ის ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებით დემოკრატიულ რეფორმებს ატარებს. მეფე განსაკუთრებით ბუტანის ეკოლოგიურ ბალანსს უფრთხილდება.


საინტერესო ფაქტი: ბევრ ტრადიციაზე კხესარმა უარი განაცხადა - ჯეცუნ პემა მის ერთადერთ მეუღლედ რჩება!


11. გევინ ნიუსომი, კალიფორნიის ვიცე-გუბერნატორი



კალიფორნიის ვიცე გუბერნატორი ქალაქის ღარიბებს ეხმარება და ერთნაირსქესიანთა ქორწინებას უჭერს მხარს.


საინტერესო ფაქტი: გევინი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია. მას ამომრჩევლებთან და ბავშვებთან გადაღებული სელფები მოსწონს.


12. ჯასტინ ტრიუდო, კანადის პრემიერ-მინისტრი



კანადის პრემიერ-მინისტრი საზოგადოების ყურადღებას დიდი ხანია იპყრობს. 46 წლის პოლიტიკოსი ქალთა და ბავშვთა უფლებებს იცავს და იუმორის შესანიშნავი გრძნობა აქვს.


საინტერესო ფაქტი: ჯასტინს მკაცრ კოსტიუმებთან მყვირალა ფერისა და სახალისო ნახატის მქონე წინდებს იცვამს.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge