„ჩვენი შვილი თუ ერთ კვირაშიც არ გამობრძანდება, ძალით გამოვაბრძანებთ!“

  • funtime.ge
  • 3 ივლისი 21:16, 2018 წელი

ბლოგერი გურამ შეროზია და ხატია ჯოხარიძე შვილს ელოდებიან. ექიმების თქმით, პატარას დაბადების ბოლო რიცხვი 28 ივნისი იყო, თუმცა იგვიანებს. ამის შესახებ გურამი Funtime-თან საუბრობს.

- პატარა მაქსიმუმ 28 ივნისს უნდა დაბადებულიყო, მაგრამ გვალოდინებს. გოგოა და თავს იფასებსო, მამშვიდებენ. მე კი ვპასუხობ, რომ უნისექსი ოჯახი გვაქვს, ქალის და კაცის როლები თუ ფუნქციები არ არსებობს და პუნქტუალობა უნდა დაიცვას.


ექიმი რას ამბობს?
- ექიმმა გვითხრა, რომ მშობიარობის ვადაზე ერთკვირიანი გადაცილება არაფერია, თუმცა თუ ერთ კვირაშიც არ გამობრძანდება, ძალით გამოვაბრძანებთ. ჩვენი გოგო უკვე 4 კილოგრამია. ეს ჩემი გენეტიკის დამსახურებაა - 4,700 დავიბადე და თურმე დედა ძალიან გამიწვალებია.


- ხატია როგორ გრძნობს თავს?
- ხატია თითქოს გრძნობს, რომ პატარას მალე გააჩენს. 
დღესაც კი იყო ექიმთან, თუმცა ექიმმა თქვა, დღეს არაფერი იქნებაო.


- პატარა გოგოს ლამაზი კუთხე უკვე მოუწყვეთ...
- პატარას ყველაფერი შევუძინეთ. კარადაც კი გავუკეთეთ. მგონი, ცოტა გადავაჭარბეთ, რადგან ზოგი ისეთი კაბა აქვს, ქორწილშიც ჩაიცვამს! 
მის კუთხეს რომ ვუყურებ, პატარას ვეუბნები: ამ ყველაფრისთვის მაინც დავიბადებოდი-მეთქი.



 



 
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge