4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 3 ივლისი 21:05, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული იქნებით. ვარსკვლავები გირჩევენ, გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩაიტაროთ. ასევე, კარგი იქნება, თუკი კულტურულ ღონისძიებას დაესწრებით. თავადაც ისწავლეთ და შვილებსაც ასწავლეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში პოზიტივის დანახვა.



კურო
გაურკვეველი სიტუაცია კამათს გამოიწვევს. უძრავი ქონების შეძენის ან გაფორმების საკითხი უსიამოვნებას შეგიქმნით. შეეცადეთ, მეორე ნახევართან არ იჩხუბოთ. არანაირი უთანხმოება არ ღირს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაფუჭებად და ოჯახში დაძაბული ატმოსფეროს შესაქმნელად.



ტყუპები
თუკი შეყვარებული ხართ, თქვენს რჩეულთან უცნაური ურთიერთობა გელოდებათ. შესაძლოა, ორივემ გამოიჩინოთ ინიციატივა, მაგრამ ვინაიდან ტყუპები ამაყები ხართ, კომპრომისზე წასვლას არც კი განიხილავთ. იმისთვის, რომ კონფლიქტურ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ, გამოიჩინეთ დიპლომატიური შესაძლებლობები.



კირჩხიბი
ამ დღეს შემოქმედება, მეცნიერება და კვლევითი საქმიანობები გაგიტაცებთ, თუმცა, ასევე, უარს არ იტყვით სპორტზე, რაშიც წარმატებას მიაღწევთ და აღიარებასაც მიიღებთ. მთავარია, საკუთარ თავს ყურადღება მიაქციოთ და ფორმიდან არ ამოვარდეთ.



ლომი
ეს დღე სიცრუესთან და ტყუილთან ასოცირდება. შესაძლოა, ფაქტების დამახინჯებაში დაგადანაშაულონ. ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, ზედმეტ საუბრებს მოერიდოთ. ეს დღე, ასევე, არ არის შესაფერისი უძრავ ქონებასთან ან მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად.



ქალწული
შექმნილი სიტუაცია გაიძულებთ, საცხოვრებელი ადგილი ან მოქალაქეობა შეიცვალოთ და ახალ გარემოში მოახდინოთ ადაპტირება. არ გამოირიცხება სტრესული სიტუაციები, თუმცა, ნუ შეგაშინებთ სირთულეები. თქვენი გონებამახვილობის დახმარებით მთელ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლით.



სასწორი
ამ დღეს ინტუიცია განსაკუთრებით გაგიძლიერდებათ, ამიტომ ადრე გადაუჭრელ პრობლემას ხვალ მარტივად აღმოფხვრით. პლანეტების პოზიტიური ასპექტი გაძლევთ საშუალებას, სიამოვნებით დახარჯოთ ფული. დილას შეგიძლიათ, ოდნავ იზარმაცოთ, იოცნებოთ, მოდუნდეთ. საღამო კი იდეალურია საყვარელ ადამიანთან შესახვედრად.



მორიელი
სიყვარულში ერთდროულად უწყვეტობასა და მრავალფეროვნებას ეძებთ. გახსოვდეთ, იმისთვის რომ მიიღოთ, აუცილებელია, გასცეთ. ეს ეხება სიყვარულსაც. თუკი თქვენი რჩეულის მიმართ მზრუნველობას, სითბოსა და პატივისცემას გამოიჩენთ, ეს ყველაფერი ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ.



მშვილდოსანი
საბედისწერო ხასიათის დღე გელოდებათ. საბოლოოდ დაემშვიდობებით წარსულს და მასთან დაკავშირებულ ნეგატიურ მოვლენებს. ვარსკვლავები გირჩევენ, გადახედოთ გარშემომყოფებთან, საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობებს და მოემზადოთ ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებისთვის.



თხის რქა
დილიდან ენერგიის უჩვეულო მოზღვავებას იგრძნობთ. შეეცადეთ, კარგად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა. ყოველთვის გლობალური მასშტაბით ფიქრობთ, მაგრამ ზოგჯერ თქვენი იდეები და გეგმები თქვენგან „გარბიან“. რა თქმა უნდა, დიდი მიზნები უნდა დაისახოთ, მაგრამ კარგი იქნება, თუკი საკუთარ საქმეებს ზოგჯერ მაინც თუ განიხილავთ სხვებთან.



მერწყული
კომპიუტერთან უფრო მეტ დროს გაატარებთ, ვიდრე ოჯახის წევრებთან. თქვენი მუშაობა და მონაწილეობა ოჯახურ პრობლემებში, თითქოს არ ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში თქვენი ოჯახის წევრები ღირსეულად დააფასებენ თქვენს თავგანწირვას. იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ. ნუ შეგაშინებთ დაბრკოლებები და წყენები.



თევზები
კონცენტრირდით თქვენს შინაგან სამყაროზე. საზოგადოების ცვალებადმა მოსაზრებამ არ უნდა მოახდინოს თქვენი კონცეფციისა და ღირებულებების ფორმირება. ამ დღეს თავს საკუთარი ბედის მეპატრონედ იგრძნობთ, დეპრესიას მოიშორებთ და სამომავლო მოქმედებებისთვის სწორ გადაწყვეტილებას იპოვით.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge