მსოფლიოში პირველი ბარი, სადაც ნაბახუსევზე გიმკურნალებენ!

  • funtime.ge
  • 3 ივლისი 16:45, 2018 წელი

ეს მკურნალობა სულაც არ არის ის, რაც თქვენ გაიფიქრეთ. რა თქმა უნდა - გაცილებით ეფექტურია!

მსოფლიოში პირველი  ანტინაბახუსევის ბარი ამსტერდამში გაიხსნა და პარასკევიდან კვირის ჩათვლით მუშაობს. მის სტუმრებს დროის გატარება მაქსიმალური კომფორტით შეუძლიათ. უფრო მეტი - გამოცდილი სპეციალისტები სტუმრებს ნაბახუსევის სინდრომის დაძლევაში ეხმარებიან.

 ნაბახუსევის საწინააღმდეგო ბარი - ეს მოხერხებული საწოლებითა და ტელევიზორებით აღჭურვილი მწვანე ოაზისია.


აქ ალკოჰოლს არ მოგართმევენ. ამის მაგივრად „ნაბახუსევის ინსპექტორები“ სტუმართა სუნთქვასა და ორგანიზმში ჩარჩენილი ალკოჰოლის დონეს ტესტავენ.


ბარის მფლობელთა აზრით, ნაბახუსევს რომ გაუმკლავდეს, ადამიანს კარგი ლეიბი, გემრიელი საკვები, გასართობი და ბევრი ვიტამინი სჭირდება. ახლად გახსნილ ბარში ყველაფერი ეს „ერთ ფლაკონშია“.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge