ვინ არის ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მოდელი, რომელმაც დიზაინერ მეგი გაბუნიას სამოსი წარმოადგინა?

  • funtime.ge
  • 3 ივლისი 11:12, 2018 წელი

25 წლის ალექსანდრე მელაძე წლებია, ამერიკაში ცხოვრობს. ქართველმა მოდელმა ცოტა ხნის წინ დიზაინერ მეგი გაბუნიას ლუქი წარმოადგინა.

Funtime დაინტერესდა, ვინ არის ან რა ინტერესები აქვს ალექსანდრე მელაძეს. ჩვენ მას ამერიკაში დავუკავშირდით.

 - ლატვიაში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. გარდა იმისა, რომ სამოდელო სფეროში ვარ დაკავებული, ნიუ-იორკში კინოკურსებსაც გავდივარ.

- სამოდელო სფეროში როგორ აღმოჩნდით?
- 6 წელია, New York-ში ვცხოვრობ. models.com-ზე რამდენიმე ფოტო ავტვირთე და დამიკავშირდნენ. შევხვდი აგენტს Red Model Management-იდან. ასე დაიწყო ყველაფერი.

- სამოდელო საქმიანობაში რა გამოცდილება გაქვთ?
- სხვადასხვა ჩვენებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. მაგალითად - Todd Snyder-ში. ერთ-ერთი მომღერლის კლიპშიც ვარ გადაღებული, სადაც ქასტინგის საშუალებით მოვხვდი. კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო, თუმცა გამიმართლა და მე გადამიღეს.

- როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, გუჩის ჩვენებაშიც გაქვთ მონაწილეობა მიღებული. ამაზე რას გვეტყვით?
- გუჩის მაღაზიაში ვმუშაობდი და სხვა არაფერი. ამჯერად ამ თემაზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

- ცოტა ხნის წინ ქართველი დიზაინერის მეგი გაბუნიას სამოსში გამოჩნდით. მან როგორ დაიმსახურა თქვენი ყურადღება?
- მეგის ნიუ-იორკში შოურუმი აქვს. მისი ნამუშევრები აქ რომ ვნახე, ძალიან მომეწონა! განსხვავებულ და კრეატიულ სამოსს ქმნის. მიხარია, რომ მამაკაცის ხაზის წამყვანი სახე გავხდი.

- მეგი გაბუნიასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებთ?
- დიახ, ასეა. ჩვენ მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს.

- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?
- ჩემს პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი ხდება.

- ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გოგონა გყავთ... როგორი ქალები იქცევენ თქვენს ყურადღებას?
- საინტერესო, ჩამოყალიბებული და სექსუალური გოგოები მომწონს. გარდა ამისა, აქტიურად უნდა ვარჯიშობდეს.

- რას გეგმები გაქვთ?
- ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სწავლის გაგრძელებას ვგეგმავ.

- საქართველოში არ აპირებთ ჩამოსვლას?
- საქართველოში ჩამოსვლას ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ, რადგან ამისთვის დრო არ მაქვს.

Funtime დიზაინერ მეგი გაბუნიასაც დაუკავშირდა:

- მეგი, როგორ გახდა ალექსანდრე მელაძე თქვენი ბრენდის წამყვანი სახე?
- M.G.-ის კოლექცია ნიუ-იორკში, მანჰეტენზე შოურუმშია წარმოდგენილი. ამერიკაში მცხოვრები ბიჭი, ალექსანდრე მელაძე დამიკავშირდა, რომელმაც ჩემი კოლექცია შემთხვევით ნახა და ძალიან მოეწონა. ალექსანდრე M.G.-ის მაისურში ვიზუალურად იმდენად მომეწონა, რომ საქმიანი ურთიერთობა შევთავაზე. ნიუ-იორკში საკმაოდ წარმატებული ბიჭია - მოდელია და სამსახიობო კურსებს გადის. მე მას მამაკაცის კოლექცია გავუგზავნე და ფოტოსესიაც იქ მოეწყო. სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელებას ვგეგმავთ.



სრული ვერსიის ნახვა funtime.ge