რას უგზავნიდა ლიზა ფიშერი გიგი ადამაშვილს სცენაზე?

  • funtime.ge
  • 29 ივნისი 22:11, 2018 წელი

როგორ შეაფასა „გრემის“ ორგზის გამარჯვებულმა მუსიკოსმა ლიზა ფიშერმა „ოქროს ტალღაზე“ გიგი ადამაშვილი და რა მიწერა მას ინსტაგრამზე? ამის შესახებ მომღერალი Funtime-თან საუბრობს

- „ოქროს ტალღის“ დაჯილდოებაზე, სადაც ხალხის რჩეული გავხდი, ლიზამ სპეციალურად მოწვეული სტუმრის სტატუსით იმღერა. წინა დღეს „ბიოლში“ ლანჩზე ამოვიდა. სპეციალურად მისთვის ანსამბლმა „ბასიანმა“ იმღერა, მე კი ჩემი ბენდით წარვდექი მის წინაშე. ლიზას გამომეტყველებაზე შეეტყო, რომ ჩემ მიმართ დადებითად განეწყო და სცენაზე კოცნებს მიგზავნიდა. მეორე დღეს სცენაზე ადიოდა, როცა რადიო „ფორტუნას“ წარმომადგენელმა ლიზასგან კომპლიმენტი გადმომცა. ყველაფერი რომ დასრულდა, მე, როგორც ჯენტლმენმა, ლიზას ინსტაგრამზე მივწერე - მისი საუკეთესო წარმოდგენისთვის მადლობა გადავუხადე. შეტყობინება მისგანაც მივიღე - მადლობა იმისთვის, რომ ამ სამყაროს შენი ხმითა და ენერგიით ავსებო. გამარჯვება მომილოცა და ისიც აღნიშნა, რომ დაჯილდოებაზე ჩემთვის ლოცულობდა. „მე მჯერა, რომ ჩვენი გზები კვლავ გადაიკვეთება“, - ასე დასრულდა მისი წერილი, რამაც ძალიან გამახარა.
- ასეთი დიდი მუსიკოსისგან რას ნიშნავს ეს შეფასება?
- იმდენად სასიამოვნო შეგრძნებაა, პირადი მიმოწერაც ვერ დავმალე და გავასაჯაროვე. როცა ახალგაზრდა მუსიკოსს ლეგენდარული შემსრულებელი ასე აფასებს, სასიხარულოა! კარგი შეფასებები მაძლიერებს და მუხტს მაძლევს. დღეს მე ბედნიერი ვარ! Funtime მოწოდების სიმაღლეზეა და ჩემი სასიხარულო სიახლეებით ყოველთვის ინტერესდება, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით!

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge