30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 29 ივნისი 21:13, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს ინტუიცია გაგიძლიერდებათ, რაც თქვენში სენტიმენტალურ განწყობას გამოიწვევს. ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად მზად ხართ. ამ დღეს შესაძლოა, სიყვარული გეწვიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ბედისწერაზე არ იწუწუნოთ. თქვენთვის აუცილებელია ხანგრძლივი დასვენება. გადადეთ ყველა საქმე ზაფხულის ბოლომდე.



კურო
ამ დღეს კეთილდღეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მოგეცემათ, თუმცა ამ შანსით ყველა ვერ ისარგებლებს. ეცადეთ, ისწავლოთ სწრაფად ცვალებად სიტუაციაში მოქმედება. სხვაგვარად წინსვლა, უბრალოდ, შეუძლებელი იქნება თქვენთვის.



ტყუპები
ყველა პრობლემას ერთ დღეში ვერ გადაჭრით - თქვენი ცხოვრება სავსეა დაბრკოლებებით. გახსოვდეთ, რომ თქვენ გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რთულ და გამოუვალ სიტუაციებში დაგეხმარონ.



კირჩხიბი
საკმაოდ მძიმე დღე გელოდებათ. ბევრი მუშაობა მოგიწევთ, ხოლო თქვენი ძალისხმევის შედეგი თქვენს მოლოდინებს ვერ გაამართლებს. ნუ გექნებათ იმედი, რომ მორალურ ან მატერიალურ ჯილდოს მიიღებთ. უბრალოდ, განაგრძეთ მუშაობა და იცოდეთ, რომ, ადრე თუ გვიან, ჯილდო თავად იპოვის გმირს.



ლომი
შესაძლოა, თქვენი ოჯახური თუ სამსახურებრივი პრობლემა საყოველთაო განხილვის თემა გახდეს. ეცადეთ, საკუთარი საქმეებისა თუ პირადი ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია არავის გაანდოთ. ქორწინებისა და შეთანხმებების დადებისთვის საუკეთესო დრო არ გახლავთ. ამიტომ ნებისმიერი საბუთის გაფორმება სამომავლოდ გადადეთ.



ქალწული
ამ დღის დაავადება ფსიქოსომატური ხასიათის იქნება და მისი მკურნალობა შინაგანი მდგომარეობის კორექციას მოითხოვს. განკურნების მნიშვნელოვანი პირობებია: ხშირად სუფთა ჰაერზე სეირნობა, ჯანსაღი კვება და მშვიდი გარემო. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს ქცევას - უზრდელობა და უხეშობა მხოლოდ გაართულებს თქვენს მკურნალობას.



სასწორი
დეპრესიით გამოწვეული გადაღლილობა და უკმაყოფილების გრძნობა თქვენში გაღიზიანებას კიდევ უფრო გააძლიერებს, რაც ოჯახის წევრებთან კამათს გამოიწვევს. თქვენი მატერიალური მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება, მიუხედავად თქვენი ძალისხმევისა. მეტი თავდაჯერებულობით მოეკიდეთ ახალ საქმეს.



მორიელი
მართალია, ყველა თქვენი გეგმა ვერ შესრულდება, მაგრამ ახალი იდეები, ორიგინალური მეგობრები, მოულოდნელი შეხვედრები და მიზნები თქვენს ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს გახდის. შეგიძლიათ, პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, მაგრამ საპასუხოდ მათგან თქვენთვის მიუღებელი წესების მოთმენა და ატანა მოგიწევთ.



მშვილდოსანი
ამ დღეს გაგიჩნდებათ სურვილი, დროის უმეტესი ნაწილი ოჯახს, სახლს, ნათესავებსა და ახლო მეგობრებს დაუთმოთ. ამგვარად კარმულ კავშირებს კიდევ უფრო გაამყარებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გაითვალისწინოთ იმ ადამიანების რჩევები, რომლებიც უფრო ინფორმირებულები არიან და უკეთ ერკვევიან თქვენთვის საჭირო საკითხებში.



თხის რქა
ამ დღეს ბევრ სიახლეს შეიტყობთ. გაგიჩნდებათ ინტერესი კულტურის, ფილოსოფიისა და ისტორიის მიმართ. ასევე, ბევრი საინტერესო ნაცნობობა გელით. მუშაობა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაგიყვანთ. ამიტომ, ნუ აიღებთ ჯერჯერობით შვებულებას - არავინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ სამუშაო ადგილი შეგინარჩუნდებათ.



მერწყული
თქვენი გეგმები მოულოდნელად შეიცვლება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეკვეთა მიიღოთ, რომელიც სახელმწიფოებრივი დანიშნულების იქნება ან უცხოურ ინვესტიციას დაუკავშირდება. ამ დღეს არ გამოირიცხება ექსტრემალური დატვირთვა, მუშაობა ძალიან სწრაფ ტემპებში მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, პარტნიორად მხოლოდ საიმედო და პასუხისმგებლიანი ადამიანები აირჩიოთ.



თევზები
პლანეტების განლაგება მთელ გეგმებს აგირევთ და თქვენს პრაქტიკულ საქმიანობას თავდაყირა დააყენებს. ნუ ეცდებით უსიამოვნების თავიდან აცილებას საკუთარი თავის მოტყუებით. პირად ურთიერთობებშიც დაძაბული დღე გელოდებათ. შეეცადეთ, აკონტროლოთ სიტუაციები და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge