„პიკო უკეთ არის, „იოგურტიც“ მიირთვა... ხვალ პალატაში გადაჰყავთ!“

  • newpost.ge
  • 27 ივნისი 13:08, 2018 წელი

„ქუჩის ბიჭების“ დაჭრილ სოლისტის, ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ამის შესახებ „პიკასოს“ ბიძაშვილი, ხათუნა ნოზაძე სოციალურ ქსელში წერს.


„ვაშა, პიკო უკეთ არის,„იოგურტიც“ კი მიირთვა... ხვალ, სავარაუდოდ, პალატაში გადაჰყავთ! ვაშა... მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, ყველას, ჩემო მეგობრებო, ასეთი მხარდაჭერისთვის, ასეთი სითბოსთვის... მადლობა ცუკერას, რომ შექმნა ეს დალოცვილი „ფაცებოოკ“-ი. თქვენი გამხნევება ყველასი, ძალიან მჭირდებოდა!.. სულ გვერდში მიდგახართ რთულ მომენტებში და მაიმედებთ... მიყვარხართ თითოეული თქვენგანი. მიგულეთ თქვენს გვერდით!სიკეთე გადამდებია! ვაშა!“ - წერს ხათუნა ნოზაძე.

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge