"აიისას" დამფუძნებელი: მე არ მჭირდება მამა პატრონად

  • სარკე
  • 27 ივნისი 13:36, 2018 წელი

რამდენიმე ხნის წინ  სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია 500 ლარით დააჯარიმა.

მიზეზი კონტრაცეპტივის შეფუთვაზე თამარ მეფისა და სხვა წმინდანების გამოსახვა იყო. "აიისას" დამფუძნებელი 22 წლის ანანია გაჩეჩილაძე ღრმად არის დარწმუნებული, რომ ტავად მართალია, ხოლო მოსამართლემ გამოტანილი გადაწყვეტილებით კანონი დაარღვია, სწორედ ამიტომ პრეზერვატივების შემდგომ სერიაზე მან ლევან მურისიძე გამოსახა. 


გთავაზობთ ანანია გაჩეჩილაძის ინტერვიუს ამონარიდს ჟურნალ "სარკესთან". 


როგორ ჩაერთეთ პრეზერვატივების ბიზნესში? 


-თავად დავაფუძნე. ეს ჩემი იდეებ, კონცეფცია და ამ კომპანიის უკან მხოლოდ მე ვდგავარ. როცა მლანძღავენ, არ მწყინს.მწყინს მხოლოდ კომუნისტური დამოკიდებულება, რომ თუ ვინმე არ გყავს ვერაფერს მიაღწევ. ყველას ჰგონია, რომ მხოლოდ კაცებს შეუძლიათ რაღაცები აკეთონ და მათ შორის სექსუალობასთან დაკავშირებული ბიზნესები. ეს კი დისკრიმინაციაა. ეას ჩვეულებრივი ბიზნესია და თან "აიისას" პირველივე დღიდან სოციალური ცვლილებების ამბიცია ჰქონდა. ეს სახელწოდებაც იქიდან წამოვიდა, რომ ხშირად როცა ადამიანი აფთიაქში შედის, ერიდება. პრეზერვატივი თქვას და ამბობს, აი "ის" მომეცითო. მომხმარებელს მივაწოდეთ სერვისი, რომ არ დაითრგუნოს და კომფორტულ გარემოში, მოსახერხებლად შეიძინოს, რაც უნდა. 


მამათქვენმა მოგიწოდათ საჯაროდ, ეშმაკი გყავს შეჩენილი და გაჩერდი, შვილოო. თურმე ეკლესიაში გატარებდათ., გაზიარებდათ... 


-რა ეშმაკი მყავს შეჩენილი?! მაღალ მატერიებზე ვლაპარაკობ, დამოუკიდებელი ქალი ვარ რაც მინდა, იმას გავაკეთებ. მე არ მჭირდება მამაპატრონად, ვინ ჰყავს ამას ძმა, მამა თუ ვინმეო, რომ ამბობენ, ეს გულისამრევია. მე არავინ მაკონტროლებს-არც მამამ. არც ბიძა და არც სოროსი. მე მე ვარ. ეკლესიაში დავდიოდი, ახლაც შევდივარ ხოლმე და ფრესკებს ვათვალიერებ, მაგრამ მრევლი არ ვარ. მადლიერი ვარ, რომ ბავშვობის წლებში თეოლოგიური ცოდნა შევიძინე. 


არც თამარ მეფეს მიიჩნევთ წმინდანად? 


-თამარ მეფე წმინდანი მე-20 საუკუნეში გახდა. მანამდე კი მონარქი იყო. მან გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ მე-20 საუკუნეში საქართველოს ეკლესია აკურთხებს თუ არა მას წმინდანად, ეს ჩემთვის არაფერს ცვლის. რატომ უნდა დავიჯერო მოსაზრების, რომ ჯერ წმინდანია და მერე მონარქი?  მონარქი რომ იყო  იმიტომ გახდა წმინდანი. მე მორალურად მართალი ვარ, რადგან თამარ მეფე რომ მაგარი ქალი იყო, მაგას გავუსვი ჩემი ბიზნესით ხაზი. მე-12 საუკუნეში  ქალი მეფე გვყავდა და ეს მაგარი რამაა. ამ შემთხვევაში წმინდანობა მეორეხარისხოვანია. 


"აიისას" პრეზერვატივი ამჯერად ლევან მურუსიძის გამოსახულებით


ანანია გაჩეჩილაძის მამა - "გთხოვთ მოიხსენოთ განსაცდელსა შინა მყოფი ანა"


„პრეზერვატივზე ღმერთსაც დავახატავდი...“ (ვიდეო)


"ამ ქვეყანაში ცხოვრობენ არამართლმადიდებლებიც - სექსი კრიმინალი არ არის"


“ჩემი პირველი რეაქცია იყო გულის ინფაქტი” – რას ითხოვს ანანია გაჩეჩილაძის მამა


 

წყარო: სარკე