ჩემს მეზობლად 34 წლის კაცი ცხოვრობს და ძალიან უნდა, რომ ჰყავდეს ცოლი

  • funtime.ge
  • 25 ივნისი 13:01, 2018 წელი

სიმპათიურია, კარგი სამსახურით, საკუთარი ბინით, რომელშიც მარტო ცხოვრობს. არ სვამს, არ ეწევა, ცოლი არასდროს ჰყოლია... მოკლედ, კაცი კი არა, ოცნებაა - სტაცე ხელი და გაიქეცი, მაგრამ...

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დრომდე არ გამოჩენილა ისეთი გოგო, ვინც ამ კარგ კაცს ხელს სტაცებს და აღარ გაუშვებს. რამდენჯერაც მას შევხვდებოდი, იმდენჯერ გონებაში გამივლიდა ხოლმე - ნეტა, რატომ არის მარტო?

იმ დღეს მეორე მეზობელთან შევიკრიბეთ. შვილი შეეძინა და ექსპრომტად მსუბუქ სუფრასთან მიგვიპატიჟა.
ჰოდა, მე და ჩვენი „საოცნებო სასიძო“ ლაპარაკს შევყევით.

„მეც ძალიან მინდა შვილი, ოჯახი“, - მითხრა გულწრფელად, - მაგრამ ვერ ვიპოვე ისეთი გოგო, რომელიც კარიერაზე კი არ იქნება ჩაციკლული, სახლში იჯდება, მე და ბავშვს მოგვივლის, ოჯახის საქმეებს მოაგვარებს. თანაც - თავისი ფული ექნება და ჩემი შესანახი არ გახდება. ჩვენთან ხომ კარგა ხანია, გენდერული თანასწორობაა...“

ოჰოო...
რა შუაშია აქ გენდერული თანასწორობა ან როგორ უნდა იშოვოს ფული ადამიანმა, რომელიც არ იმუშავებს?

გეფიცებით, ძალიან ვეცადე, გაოგნება არ დამტყობოდა და ხარხარი შემეკავებინა! 

მერე კიდევ ქალების ლოგიკაზე დაიწყებენ ანეკდოტების მოყოლას...

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge