24 ივნისი-1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

  • funtime.ge
  • 24 ივნისი 20:17, 2018 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

 
 

ვერძი - კვირის დასაწყისში შესაძლოა, პირველი დეკადის ვერძებმა ენერგიის ნაკლებობა იგრძნონ, რის გამოც გაღიზიანებულები იქნებიან. კონცენტრირდით პოზიტიურ აზრებზე და გარშემომყოფებთან მეგობრული ურთიერთობები დაამყარეთ.

კურო - საინტერესო კვირა გელით როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საზოგადოებრივ საქმიანობაში. შესაძლოა, ახალი წინადადება შემოგთავაზონ, რაც დაგაინტერესებთ.

ტყუპები - ნუ გაფლანგავთ ფსიქიკურ ენერგიას არასაჭირო საქმეებზე. ყურადღება მოიკრიბეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყვიტოთ.

კირჩხიბი - თქვენ გარშემო ბევრი მოვლენა საინტერესოდ დალაგდება, იქნება სასიხარულო ემოციები, წყენებიც, მაგრამ საერთო ჯამში კარგი კვირა გელით. ხასიათი ბევრად გაგიუმჯობესდებათ.

ლომი - ნუ ჩაერევით გარშემომყოფთა საქმეებში, ყველა თავის ბედს თავად ჭედავს. თქვენი ყურადღება საკუთარ საქმეებსა და გეგმებზე უნდა გადაიტანოთ.

ქალწული - დასახული მიზნები ნელ-ნელა ხორციელდება. სამსახურებრივ საქმეებში ბევრი რუტინაა, მაგრამ თქვენ ეს ნაკლებად გაწუხებთ. კარგი იქნება, თუ პროფესიული ცოდნის გაღრმავებას დაიწყებთ. სასიკეთო კვირაა თქვენთვის.

სასწორი - ახლა კარგი დროა, რათა დასვენების დღეები მოიწყოთ მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. ასეთი განტვირთვა დაგეხმარებათ ძალების აღდგენასა და წარმატების მიღწევაში.

მორიელი - კარგი დროა ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად, თუმცა იყავით ყურადღებით და მხოლოდ სიამოვნებაზე ნუ გაფლანგავთ დღეებს, ახლა ამის დრო არ არის. დაგეგმეთ თქვენი ნაბიჯები. სხვა მხრივ, ენერგია მატულობს.

მშვილდოსანი - საშუალო კვირაა თქვენთვის. უმჯობესია, ეს კვირა ძალების აღდგენასა და სამედიცინო პროფილაქტიკას დაუთმოთ. კარგი იქნება, თუ კვების რაციონს მიაქცევთ ყურადღებას.

თხის რქა - იყავით დაკვირვებულები, ასჯერ გაზომეთ, ერთხელ გაჭერით. ოპტიმისტური განწყობა ძალიან დაგეხმარებათ ცხოვრების ყველა ასპარეზზე. უსმინეთ მხოლოდ საკუთარ თავს.

მერწყული - მოიწყვეთ დასვენებისა და განტვირთვის დღეები. კვირა კარგია მოგზაურობისა და შემეცნებისთვის.

თევზები - შეგიძლიათ, ნებისმიერი თქვენი გეგმა წარმატებით განახორციელოთ, ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. განეწყვეთ ოპტიმისტურად და პოზიტიურად.

წარმატებები თქვენ!


სრული ვერსიის ნახვა funtime.ge