ვისი ცოლია ყველაზე ლამაზი?

  • funtime.ge
  • 24 ივნისი 20:15, 2018 წელი

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელების მეორე ნახევრები და მეგობარი გოგონები...

 ანა ლევანდოვსკა


 


წარსულში ანა პროფესიონალი კარატისტი იყო, ახლა კი ფეხბურთში პოლონეთის ეროვნული ნაკრების კაპიტნისა და „ბავარიის“ თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის მეუღლეა.



 პროფესიული სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ანა ლევანდოვსკა ფიტნეს-მწვრთნელად და დიეტოლოგად მუშაობს. სილამაზის გამო ლევანდოვსკების წყვილს პოლონელ ბექჰემებსაც უწოდებენ.


პილარ რუბიო



პილარი ესპანეთის ნაკრებისა და „რეალ მადრიდის“ კაპიტნის სერჰიო რამოსის მეგობარია. ის ესპანურ ტელევიზიაში ჟურნალისტად და ტელეწამყვანად მუშაობდა. მას ასევე იღებდნენ კინოსა და სარეკლამო რგოლებში. ზედიზედ ორი წელი ის, ჟურნალ FHM-ის ვერსიით, მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარეს.



მიუხედავად იმისა, რომ პილარ რუბიო სერჰიოზე 8 წლით უფროსია, ასაკში სხვაობა არ იგრძნობა. წყვილი სამ შვილს ზრდის.


 ანტონელა როკუცო



ანტონელა როკუცო არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნისა და „ბარსელონას“ თავდამსხმელის ლიონელ მესის მეუღლეა.



წყვილი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდა, მაგრამ ურთიერთობა 2009 წლიდან დაიწყეს. ორი შვილის გაჩენის შემდეგ, ანტონელამ და ლიონელმა კავშირის დაკანონება გადაწყვიტეს. ქორწილი 2017 წელს გადაიხადეს.


შაკირა



მსოფლიოში ცნობილი მომღერალი შაკირა თავის მომავალ შეყვარებულს ჟერერ პიკეს კლიპ «Waka Waka»-ს გადაღებისას გაეცნო.



სიმღერა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი გახდა, ხოლო მომღერალი და ესპანეთის ნაკრებისა და კლუბ „ბარსელონას“ ფეხბურთელი დაწყვილდნენ. ისინი ორ ვაჟს ზრდიან.


ედურნე გარსია ალმაგრო



დევიდ დე ხეას, ესპანეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარის მეგობარი ედურნე პოპმომღერალი, ტელეწამყვანი, მოდელი და მსახიობია.



ედურნემ 6 წარმატებული მუსიკალური ალბომი გამოუშვა, რომლებიც ესპანეთში პოპულარულებია. 2015 წელს მომღერალი ესპანეთს „ევროვიზიის“ ფესტივალზე წარმოადგენდა.


 მირიანა ვასოვიჩი



სტივე ცუბერის, ესპანეთის ნაკრებისა და გერმანული „ჰოფენჰაიმის“ ნახევარმცველის ცოლი, მირიანა წარმოშობით სერბია. ის მშობლებთან ერთად შვეიცარიაში გადასახლდა.



 მომავალ მეუღლეს ის წვეულებაზე გაეცნო. 2 კვირის შემდეგ ისინი უკვე ერთად იყვნენ და მას შემდეგ არ დაშორებულან.


 კლარის ალვესი



ბრაზილიის ნაკრებისა და „რეალ მადრიდის“ ფეხბურთელი, მარსელო მომავალ მეუღლეს ჯერ კიდევ 15 წლისა შეხვდა და 19-ისა უკვე მასზე დაქორწინდა. ადრეული ქორწინება მტკიცე და ბედნიერი აღმოჩნდა.



წყვილს ორი ვაჟი ეზრდება. კლარისი ბრაზილიის ნაკრების დიდი ქომაგია. ის პროფესიით მსახიობია.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge