ეთიოპიის პრემიერ-მინისტრს ტერაქტი მოუწყვეს

  • 1tv.ge
  • 23 ივნისი 14:55, 2018 წელი

ეთიოპიის ახალი პრემიერ-მინისტრი აბიი აჰმედი ქალაქ ადის-აბებას ცენტრალურ მოედანზე საკუთარ მხარდამჭერებს ხვდებოდა, როცა მის სიახლოვეს ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იმყოფებოდა.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.


აბიი აჰმედი ეთნიკური უმცირესობის, ორომოს ეთნიკური ჯგუფის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge