რა უთხრა ავთო აბესლამიძეს ყაზახეთში გამარჯვების შემდეგ ვალერი მელაძემ?

  • funtime.ge
  • 18 ივნისი 20:47, 2018 წელი

„X ფაქტორი 2017“-ის გამარჯვებულმა, ავთო აბესლამიძემ ამჯერად ყაზახეთში გამართულ კონკურსში, voice of astana-ში გაიმარჯვა და გრან-პრის მფლობელი გახდა. ავთომ ამის შესახებ Funtime-თან ისაუბრა.

 ყაზახეთში ასტანის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით საერთაშორისო კონკურსი გაიმართა, სადაც 20 ქვეყანა მონაწილეობდა. მათ შორის იყო საქართველო. კონკურსში ორგანიზაცია silk road star-მა წარმადგინა. პირველ ტურში ასტანაზე შევასრულეთ სიმღერა. მეორეში კი მსოფლიო ჰიტი ან სიმღერა საკუთარი რეპერტუარიდან უნდა შეგვესრულებინა. Marc anthony-ს My baby you ვიმღერე, რაც ნიკა გვარამიას რჩევა გახლდათ.
- კონკურენციაზე რას გვეტყვით?
- საკმაოდ დიდი კონკურენციის პირობებში მომიწია სიმღერა. 20 მონაწილიდან უმრავლესობა საკუთარი ქვეყნის ამა თუ იმ პროექტის გამარჯვებული ან ცნობილი მომღერალი იყო. ჟიურის შემადგენლობაში კი საკმაოდ მაღალკვალიფიციური მომღერლები ისხდნენ, მათ შორის - ვალერი მელაძე, ლეონიდ აგუტინი.
- რა მნიშვნელობა აქვს ამ გამარჯვებას თქვენთვის?
- 20-მა ქვეყანამ გააშუქა, რომ გრან-პრი საქართველომ აიღო.
- ვალერი მელაძესთან თუ მოგიწიათ საუბარი?
- კი, რა თქმა უნდა. კონკურსის დამთავრების შემდეგ ჟიურის წევრებთან ვისაუბრე. ვალერი მელაძემ და „ა სტუდიოს" დამფუძნებელმა ერთნაირი შეფასება მომცეს - ასეთი ბიჭი ასეთი ტემბრით არასდროს მოგვისმენია და დამსახურებულად გაიმარჯვეო, რაც ჩემთვის დიდი სტიმული იყო.


 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge