საუდის არაბეთის ნაკრებს წაგების გამო დასჯიან

  • kvira.ge
  • 15 ივნისი 12:30, 2018 წელი

საუდის არაბეთის საფეხბურთო ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი რუსეთთან წაგებული მატჩის გამო დაისჯება.

ამის შესახებ ტურკის სამეფოს სპორტის სამმართველოს თავმჯდომარემ ალ შეიხმა განაცხადა.


„ნაკრების წევრებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. სამი წლის განმავლობაში მათ ხარჯებს ვფარავდით, საუკეთესი მწვრთნელები დავუქირავეთ, მათ კი 5%-იც არ გააკეთეს იმის, რასაც მათგან ველოდით. ეს რეალობა უნდა მივიღოთ, ასეთია მათი შესაძლებლობები“,-აღნიშნა შეიხმა.


ამასთან, მისი თქმით მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს და აღნიშნავს, რომ ნაკრების მეკარე, თავდამსხმელი და მცველი დაისჯებიან.


14 ივნისს 2018 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში პირველი მატჩი რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის შედგა.


რუსეთმა საუდის არაბეთი 5:0-ით დაამარცხა.


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა kvira.ge