აუცილებელი ნივთები პირველკლასელის ოთახში - რას გვირჩევენ სპეციალისტები?

  • funtime.ge
  • 15 ივნისი 10:42, 2018 წელი

საბავშვო ოთახი წვრილმან დეტალებამდე უნდა იყოს გათვლილი. ეს ბავშვის მუშაობის პროდუქტიულობაზე, მის განწყობასა და სწავლის სურვილზე პირდაპირ აისახება.

სამუშაო ადგილი


ყველაზე კარგია, თუკი ბავშვს მივანიშნებთ, რომ ის უკვე გაიზარდა. შეუძლია, თავისი ოთახისთვის აუცილებელი ავეჯი შეარჩიოს, თუმცა, მაგიდისა და სკამის არჩევას კრიტიკულად უნდა მივუდგეთ!


პირველკლასელი მოხერხებულად იჯდება სამუშაო მაგიდასთან, რომლის მოდიფიცირება შეიძლება. მაგალითად, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეგვეძლოს სკამის გადიდება/დაპატარავება. არსებობს ისეთი მაგიდებიც, რომლებიც ბავშვთან ერთად „იზრდება“. მათი სიმაღლე ავტომატურად რეგულირდება. ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მშობელს რამდენიმე წელი არ მოუწევს ახალი ავეჯის შეძენა.


დაბალი თაროები


სკოლის მოსწავლისთვის რთულია მისწვდეს წიგნებს და ალბომებს მაღალ თაროზე. ნახევარი მეტრი - ეს სწორედ ის სიმაღლეა, რომელიც პირველკლასელისთვის ყველაზე კომფორტულია, თუმცა, სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ადგილას უნდა მოათავსოთ.


სწორი განათება


სამუშაო მაგიდა აუცილებლად უნდა განათავსოთ ფანჯარასთან ახლოს. სასურველია, თუკი ფანჯრიდან შემოსული სინათლე ბავშვს მარჯვენა მხრიდან დახედავს (იმ პირობებში, თუკი თქვენი პატარა მარჯვენა ხელით წერს და ცაცია არ არის). თუმცა, კარგი იქნება, თუკი პირველკლასელს დამატებითი განათებაც ექნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი შვილი დამატებით წრეებზე დადის და მეცადინეობა საღამოს საათებში უწევს.


გრიფელის დაფა


ამ დაფაზე თქვენი პატარა თან გაერთობა, დახატავს და თან განვითარდება. ის არ დაიკავებს დიდ ადგილს ოთახში, სამაგიეროდ, პირველკლასელს ძალიან გამოადგება. ბავშვს შეუძლია დაფაზე გააკეთოს საშინაო დავალება, ხოლო თავისუფალ დროს დახატოს. ამგვარი დაფა, ასევე, მოსახერხებელია დედისთვის: დაუწერთ დაფაზე ბავშვს დღის განრიგს და მასთან გაუთავებლად ერთი და იმავეს გამეორება არ დაგჭირდებათ.


სამუშაო ტექნიკა


თანამედროვე ცხოვრება ახალ წესებს გვკარნახობს და ერთ-ერთი მათგანი მოსწავლისთვის კომპიუტერის შეძენაა. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ, მარტივი ლეპტოპით შემოიფარგლოთ. გაითვალისწინეთ, რომ პირველკლასელს დასჭირდება პრინტერი - დავალებებისა და რეფერატების ამოსაბეჭდად.


შემოქმედებითი კუთხე


გრიფელური დაფის მიღმა, პირველკლასელის ოთახში უნდა იყოს ინტერიერის სხვა ნივთებიც. გაითვალისწინეთ ბავშვის ინტერესები და გატაცებები: ეს შესაძლოა, იყოს გიტარა, მოლბერტი და საღებავები, წიგნის თაროები და მოხერხებული სავარძელი, პუფი ან ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც მის შემოქმედებით უნარებს განავითარებს.


საკიდები კედლებზე


საბავშვო ოთახი, როგორც წესი, ძალიან დიდი არასდროს არის და მასში დიდი კარადების განთავსება ყოველთვის ვერ ხერხდება. ამ პრობლემის გადაწყვეტა მარტივია კედლებზე ჩამოკიდებული პატარა თაროების დახმარებით, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ თაროები უნდა განათავსოთ კედელზე ბავშვის თვალის სისწორეზე. ამგვარად მისი ოთახი მუდმივად მოწესრიგებული იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ნივთები უადგილოდ მიყრილი არასდროს ექნება.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge