ვარსკვლავები, რომლებიც ერთმანეთს საკურთხევლის წინ დაშორდნენ

  • funtime.ge
  • 13 ივნისი 18:03, 2018 წელი

გგონიათ, ასეთი ამბები მხოლოდ კინოში ხდება? 

ჯულია რობერტსი და კიფერ საზერლენდი



27 წლის წინათ ჯულიას საქმროს ნამდვილი ტრაგედია დაატყდა თავს. რჩეულმა ის საქორწილო ცერემონიალამდე რამდენიმე დღით ადრე მიატოვა. ხმები დადიოდა, რომ ჯულიამ ასე დასაჯა კიფერი მრავალჯერადი ღალატისთვის.


კაილი მინოუგი და ჯოშუა საასი



ძალიან კარგი, რომ კაილიმ ქორწილამდე შეიტყო საქმროს „თავგადასავლების“ შესახებ. მომღერალმა მსგავსი დამოკიდებულება არ მოითმინა და ჯოშუა მიატოვა.


შარლიზ ტერონი და შონ პენი



ეს იყო ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა წყვილი. მათი დაშორება ნამდვილი შოკი აღმოჩნდა ფანებისთვის. ქორწილის ჩაშლის მიზეზი დღემდე ბურუსითაა მოცული, თუმცა გავრცელებული ხმებით, შონი შარლიზს სცემდა.


გვინეტ პელტროუ და ბრედ პიტი



ქორწილის ცერემონიამდე რამდენიმე თვით ადრე გვინეტმა გადაწყვიტა, რომ ოჯახის შესაქმნელად ჯერ მზად არ იყო. გავრცელებული ინფორმაციით, გვინეტს ბრედთან დაშორება მშობლებმა აიძულეს. მათი აზრით, ბრედი ძალიან უპერსპექტივო იყო.


სიენა მილერი და ჯად ლოუ



5-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე სიენამ შეიტყო, რომ ჯადი მას თავისი შვილების ძიძასთან ღალატობდა. მილერმა ასეთი სირცხვილი არ მოითმინა და ჯადთან ურთიერთობა გაწყვიტა.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge