"მე და სპილო ერთი ზომის ვართ" (ვიდეო)

  • სარკე
  • 13 ივნისი 16:32, 2018 წელი

ქართული ტელეშოუების პოპულარული სახე, ყოფილი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი როგორც მკითხვბელმა უიკვე იცის , ამერიკელ ბენ ხაიმს გაყვა ცოლად და ქმართან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს. 

ფეხმძიმობის მთელი 9 თვის განმავლობაში ნუკი ძალიან აქტიური იყო. სულ ახლახან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც გოგოებთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში ცეკვავს. 


გთავაზობთ ჟურნალ "სარკედან" ინტერვიუს ამონარიდს ნუკი კოშკელიშვილთან. 


"ვერ ვიტყვი, რომ მარტივი ორსულობა მქონდა. 3 კვირის წინ ვიფიქრე , ახლა არის ყველაზე რთული პერიოდი, დავმძიმდივერ ვმოძრაობ მეთქი, მაგრამ ზუსტად ერთ კვირაში ყველაფერმა გამიარა და ახალი ენერგია მომეცა. 


წონაში მოიმატებდით...


-რა თქმა უნდა ბევრი მოვიმატე. ამბობენ, რომ ნორმალურია, თუ 10-15 კილოს მოიმატებო. მე 18 კილო მოვიმატე. დაიჯერებთ, რომ 16 წლიდან ნაყინი არ მიჭამია? სიმსუქნისკენ მაქვს მიდრეკილება, რის გამოც მთელი ცხოვრება ხან ერთ დიეტაზე ვარ, ხან მეორეზე. ახლა გადავწყვიტე, თუ მოვიმატებ მოვიმატო მეთქი. თან იმით ვიწყნარებდი ტავს, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ორსულობისას ჩემზე გაცილებით მეტი მოიმატეს და ახლა არაჩვეულებრივად გამოიყურებიან. 


ბენი მომატებულ წონაზე რას გეუბნებათ? 


-ბენი ჩვეულებრივი მატყუარაა. იმიტომ რომ მეუბნება  საერთოდ არ ხარ მომატებული, ულამაზესი ხარო. სპილო და მე ერთი ზომის ვართ, მაგრამ ამის მიუხედავად, ამბობს რომ ასეთი ლამაზი ჯერ არ ვყოფილვარ. მეც მსიამოვნებს, მიხარია. ძალიანაც კარგი, გააგრძელოს ტყუილები. 


წყარო: სარკე