,,მშობლების ტრაგედიისგან პოლიტიკურმა გვამებმა საცირკო წარმოდგენა დადგეს”

  • ალია
  • 12 ივნისი 11:23, 2018 წელი

facebook მომხმარებელი ლაშა ლორთქიფანიძე პოსტს აქვეყნებს. 

,,შვილმკვდარი დედებითა და შვილმკვდარი მამებით არის სავსე მთელი ქვეყანა. მოკლულთა მშობლები ვერსად ვერ ახერხებენ სამართლის პოვნას. მათ ცხოვრება აღარაფრად უღირთ, სიმართლის დასადგენად ყველაფერზე არიან წამსვლელი. გამწარებულ ადამიანებს ყველაზე ამაზრზენი ძალების ინსტრუმენტად გამოყენებაც კი ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ. ვერ შევედავებით... სამართლიანად გვიპასუხებენ - აბა, რა ვქნათ? სამართალდამცველები დაგვცინიან და თქვენნაირებს ორგანიზება უჭირთო.


ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ მშობლების ტრაგედიისგან პოლიტიკურმა გვამებმა საცირკო წარმოდგენა დადგეს... ხელისუფლება კი ხალხის ყურადღებას საცირკო წარმოდგენისკენ მიმართავს და არა ტრაგედიისაკენ...”

წყარო: ალია