საყოველთაო ნათლობის დროს ნიანგმა მღვდელი შეჭამა

  • funtime.ge
  • 11 ივნისი 11:36, 2018 წელი

ეს ტრაგედია უამრავი ადამიანის თვალწინ მოხდა!

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, სამხრეთ ეთიოპიაში ნიანგმა პროტესტანტი მღვდელი შეჭამა, რომელიც აბაიას ტბაზე საყოველთაო ნათლობის ცერემონიას ატარებდა.

პასტორმა დოჰო ეშეტემ მხოლოდ ერთი ადამიანის მონათვლა მოასწრო, როცა რეპტილია თავს დაესხა. ტრაგედიის ადგილზე მყოფი ადამიანების მცდელობის მიუხედავად, პასტორის დახმარება ვერავინ შეძლო.

ნიანგს დაღუპული პასტორის ცხედარი რომ ვერ წაეღო, მეთევზეებმა წყალში ბადეები ისროლეს, თუმცა რეპტილიამ ხაფანგს თავი დააღწია.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge