რომელი პროფესიის წარმომადგენლები ღალატობენ ყველაზე ხშირად?

  • funtime.ge
  • 8 ივნისი 01:00, 2018 წელი

მოღალატე მეუღლეების პროფესიების რეიტინგი ვებგვერდმა AshleyMadison-მა გამოაქვეყნა. გვერდის მარკეტოლოგებმა ანონიმური კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 1074 ადამიანი მონაწილეობდა. მიღებული შედეგების საფუძველზე საიტმა განსაზღვრა პროფესიები, რომელთა წარმომადგენლები პარტნიორის ღალატისკენ სხვებზე მეტად არიან მიდრეკილნი.

ქალები:


მე-12 ადგილი - პოლიტიკოსი
მე-11 ადგილი - გართობისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი (მხატვრები, მუსიკოსები, დიზაინერები და ა.შ.)
მე-10 ადგილი - იურისტი
მე-9 ადგილი - გაყიდვის მენეჯერი (განსაკუთრებით მშენებლობისა და სანტექნიკის სფერო)
მე-8 ადგილი - პიარისა და მარკეტინგის სფეროს სპეციალისტი
მე-7 ადგილი - IT სპეციალისტი
მე-6 ადგილი - საცალო ვაჭრობისა და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენელი
მე-5 ადგილი - სოციალური მუშაკი
მე-4 ადგილი - ბუღალტერი, საფინანსო სფეროს წარმომადგენელი
მე-3 ადგილი - მეწარმე
მე-2 ადგილი - მასწავლებელი, განათლების სფეროს სპეციალისტი
პირველი ადგილი - ექიმი, ექთანი


AshleyMadison-ის კომუნიკაციის განყოფილების დირექტორი იზაბელა მიზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებში მოღალატეების სიმრავლეს იმით ხსნის, რომ მათი სამსახური გამუდმებულ სტრესთანაა დაკავშირებული და ექიმებისთვის „მარცხნივ“ გართობა მოდუნების ერთ-ერთი საშუალებაა.


მამაკაცები


მე-12 ადგილი - სოციალური მუშაკი
მე-11 ადგილი - ფერმერი
მე-10 ადგილი - გართობისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი (მხატვარი, მუსიკოსი, დიზაინერი)
მე-9 ადგილი - მასწავლებელი, განათლების სფეროს წარმომადგენელი
მე-8 ადგილი - იურისტი
მე-7 ადგილი - ექიმი
მე-6 ადგილი - პიარისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენელი
მე-5 ადგილი - ფინანსისტი
მე-4 ადგილი - გამყიდველი
მე-3 ადგილი - მეწარმე
მე-2 ადგილი - IT სპეციალისტი
პირველი ადგილი - ბირჟის ბროკერი

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge