„ალბათ, ოჯახურ თანაცხოვრებაში მე ვერ გამოვდექი“

  • funtime.ge
  • 6 ივნისი 13:08, 2018 წელი

მომღერალი გიორგი პაპკიაური Funtime-თან ცხოვრებისეულ და კარიერულ სიახლეებზე საუბრობს. 

- რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი მილანიდან, სადაც ლამაზი კონცერტი გავმართე,  შემდეგი ნაბიჯი, ალბათ, საბერძნეთი იქნება. ტურნეს საქართველოშიც ვგეგმავ. ძალიან ცნობილი ქართული სიმღერის ქოვერ-ვერსიაზეც ვმუშაობ. ცნობილ შემსრულებლებთან დუეტებსაც ვწერ. ამ ეტაპზე მათ ვინაობას ვერ გაგიმხელთ. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, რამდენიმე ადამიანის დახმარებას ვგეგმავ.


- ანუ ქველმოქმედებას ეწევით?
- მგონია, რომ კარიერაში ნებისმიერ ნაბიჯს წინ სიკეთის კეთება უნდა უძღოდეს. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ვაჟღერებ, ყოველთვის ვცდილობ, შეძლებისდაგვარად გვერდში დავუდგე ადამიანებს, ვისაც ნამდვილად სჭირდებათ დახმარება და არამხოლოდ ჩემი.


- პირად ცხოვრებაზეც შეგეკითხებით. თქვენი და მომღერალ მაგდა ვასაძის ურთიერთობაში რამე ხომ არ შეიცვალა?
- ჩვენი ურთიერთობა დასრულდა, თუმცა მაგდა ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო ადამიანი იქნება. ის ძალიან კარგი დედაა და მეუღლეც კარგი იყო. დაშორებაში ორივეს მიგვიძღვის წვლილი, მაგრამ, ალბათ, ოჯახურ თანაცხოვრებაში მე ვერ გამოვდექი... მაგდას დიდ წარმატებასა და სიყვარულს ვუსურვებ! მის მიმართ ბრაზი და წყენა არ მაქვს. მაგდა ვასაძე ჩემს ადამიანად რჩება. არ აქვს მნიშვნელობა, ერთად ვიცხოვრებთ თუ არა, ჩემია და მორჩა! ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავურეკოთ ერთმანეთს და პრობლემებზე მოვუყვეთ. 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge