"სანდროს ბიჭსაც გავუჩენ"

  • სარკე
  • 6 ივნისი 11:16, 2018 წელი

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე საერთო შვილის მშობლები გახდნენ. პირველ ივლისს გოგონა, პატარა მარიანა, შეეძინათ. პირველი ქორწინებიდან ორივეს ჰყავს შვილები, თამუნას ბიჭი, სანდროს - გოგო. 

მეორე შვილმა კი კი განსხვავებული ემოციები მოუტანათ. ბედნიერმა მშობლებმა თავიანთი სიხარული "სარკის" მკითხველს გაუზიარეს. 


"რადგან დიდი ბავშვია, საკეისრო კვეთა  დამჭირდა. პირველი შვილიც, სანდროც, საკეისრო კვეთით მყავს გაჩენილი. ყველაფერმა კარგად ჩაიარა,არაჩვეულებრივი ექიმი მყავდა. 5-7 წუთში ბავშვი ამოიყვანეს, მერე 20-25 წუთი გაგრძელდა ოპერაცია.  სანდროს თავიდან ბიჭი კი უნდოდა, მაგრამ მერე ამბობდა, მნიშვნელობა აქვს, მთავარია ჯანმრთელი იყოსო. ბიჭი მაინც უნდა და გავუჩენ ერთი-ორი წლის მერე",-ამბობს ტელეწამყვანი. 


ბავშვს რომელმა შეურჩიეთ სახელი? 


"სახელი მე შევურჩიედედაჩემს მარინა ერქვა, მაგრამ მთლად ამ სახელისთვის ვერ გავწირეთ ბავშვი და ამიტომაც მარიანა დავარქვით",-აღნიშნა მუსერიძემ. 

წყარო: სარკე