კაცებზე უარის თქმა სიცოცხლეს ახანგრძლივებს?!

  • funtime.ge
  • 4 ივნისი 17:26, 2018 წელი

105 წლის ბრიტანელი ქალი დღეგრძელობის საიდუმლოს ამხელს...

ბრიტანელი მედლინ დაი „ტიტანიკის“ ჩაძირვის წელს დაიბადა და მთელი ცხოვრება მამაკაცების გარეშე გაატარა. ნათესავების თქმით, ის ყოველთვის ლამაზი, მხიარული და დამოუკიდებელი ქალი იყო და ლამაზად ჩაცმა უყვარდა.

მედლინის 80 წლის ნათესავი ქალი ჰყვება:
„103 წლის ასაკამდე მედლინს მომვლელიც კი არ ჰყოლია. მას დღემდე შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს. ყოველთვის, როცა ახალგაზრდობის დროინდელ რომანებზე ეკითხებიან, პასუხობს: ასეთ ასაკამდე იმიტომ მივაღწიე, რომ რომანი არასდროს მქონია და ქორწინებასთან დაკავშირებული სტრესები არ გამომიცდიაო“. 

მედლინ დაის ნათესავების თქმით, ქალის დღეგრძელობის საიდუმლო მხოლოდ კაცებზე უარის თქმა არ იყო. სამსახურამდე და უკან ქალი ყოველდღიურად ფეხით რამდენიმე კილომეტრს გადიოდა.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge