ყავა გნებავთ? ახლავე - რეცეპტები ცნობილებისგან!

  • funtime.ge
  • 4 ივნისი 12:26, 2018 წელი

თუ თქვენთვის ყავა არა მხოლოდ სწრაფი გამოფხიზლების საშუალება, არამედ სიყვარული და ნამდვილი ფილოსოფიაა, მაშინ ეს მასალაც თქვენთვისაა. წაიკითხეთ ყავის სამი რეცეპტი მერილინ მონროს, სოფი ლორენისა და პრინცესა დიანასგან!

ყავა სოფი ლორენისგან

იტალიელი ლამაზმანის თქმით, თუკი მისი რეცეპტით მოუდუღებთ ყავას მამაკაცს, მაშინ ის სამუდამოდ თქვენი გახდება. გამოცდით?

მომზადების წესი:

ჩაასხით ჯეზვეში წყალი და გააცხელეთ პირველი ბუშტუკების გაჩენამდე.
ჩაყარეთ წყალში დაფქული ყავა და მოურიეთ.
დაუმატეთ ჯეზვეს ილის რამდენიმე მარცვალი, ცოტა მიხაკ-დარიჩინი და შაქარი გემოვნებით.
კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ და დადგით ქურაზე ადუღებამდე.
მზა ყავა 2-3 წუთით გააჩერეთ და მხოლოდ შემდეგ ჩამოასხით ფინჯნებში.

 ყავა მერილინ მონროსგან

მერილინის ყავა ყოველი დილისთვის არ არის. ის უფრო მეგობრების წრეში წყნარი შაბათი საღამოსთვის გამოდგება.

მომზადების წესი:

ჩაყარეთ ჯეზვეში ნატურალური ყავა და ცივი წყალი დაუმატეთ.
ჯეზვე ცეცხლზე კარგად შეათბეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ.
ჩამოასხი ყავა ფინჯნებში და ყოველ ფინჯანს 1 ჩაის კოვზი მდუღარე წყალი დაუმატეთ.
ფინჯანში 10-15 გრამი კონიაკი ჩაუმატეთ.
ნაღები და შაქარი ათქვიფეთ და ყავას ზემოდან დაადეთ.
დაბოლოს: ნაღებს ზემოდან შაქრის პუდრა და დარიჩინი მოაყარეთ.

ყავა პრინცესა დიანასგან

უჩვეულო შეხამება უჩვეულო ქალისგან - პრინცესა დიანა ყავას ლიმონით მიირთმევდა.

მომზადების წესი:
ჩაასხით ჯეზვეში წყალი და გააცხელეთ პირველი ბუშტუკების გაჩენამდე.
ჩაყარეთ წყალში დაფქული ყავა და კარგად მოურიეთ.
დადგით ჯეზვე ნელ ცეცხლზე 5-7 წუთით.
ფინჯნის პირები რომით დაასველეთ, შაქარი მოაყარეთ და უკვე შემდეგ ჩამოასხით ყავა.
ფინჯნებს დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი, ლიმონის წვენი და შაქარი გემოვნებით.

მოგეწონათ? მაშინ მეგობრებსაც გაუზიარეთ.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge