მუქარის წერილი, რომელიც ინგა გრიგოლიას გაუგზავნეს

  • primetimenews.ge
  • 4 ივნისი 11:38, 2018 წელი

გაზეთი "პრაიმტაიმი" დღევანდელ ნომერში, ნოდარ ნაზღაიძის მიერ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთვის გაგზავნილ იმ მუქარის წერილს ავრცელებს, რომლის საფუძველზეც დამნაშავე დააკავეს.

წერილის შინაარსი ასეთია: "ინგა გამარჯობა ძვირფასო. რამდენჯერ მოგწერე წერილი არ მოპასუხობ. შენ და ბავში როგორ ხართ? ძაან მაინტერესებს, ინგა შენი ტყუილებით ძაან დავიღალე უკვე ხან როგორ ტყუიოლს იტყვი ხან რომელს შენც ვერ გაგიგია ცხოვებაში რა გინდა. ხელწერილები კი მაწერინე თევზაძესთან ვაკის პოლიციაში. ინგა ეხლა ვარ დარჩენილი ქუჩაში არც სახლი გამაჩნია და არც კარი კოსატავას 47-ში მე-9 სართულზე ბინა 37ინგლისის ელჩი რომ ცხოვრობდა შენზე გადაიფორმე. ყველაფერი გავარკვიე და ახლა დადგა იმის დრო რომ დამიბრუნოთ არადა შევტეხავ და შევალ სადაც გინდა იქ იჩივლე. მერე მე ვიქნები მართალი, იმაში, რომ ვარ შენს წინაშე მართალი. ინგა კიდევ ერთხელ გეუბნები მე გავაფრთხილებ პოლიციას და ისე შევტეცხავ. ამოვიდა!"


19 მაის ჟურნალისტმა ინგა გრიგოლია, "ფეისბუქის" საკუთარი გვერდის მეშვეობის საჯაროდ განაცხადა მის მიმართ წლებისგანმავლობაში განხორციელებულ ძალადობაზე. რის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუყონებლივ დაიწო გამოძიება.  21 მაის სამართალდამცველებმა ძალადობაში ბრალდებული დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ადევნების და მუქარის ფაქტზე 2018 წლის 22 მაისს რ.ნ.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1 ნაწილით და 151-ე მუხლის 1 ნაწილით31 მაის ჟურნალისტმა დამნაშავეს დაკავების შემდეგ მის ცხოპვრებაში განვითრებული მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი კვლავ გამოაქვეყნა.


 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge