4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 3 ივნისი 21:10, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
დაუთმეთ დილა კრეატიული იდეების გაანალიზებას. ვარსკვლავები გირჩევენ, სამსახურში, ლიდერის ნაცვლად, შემსრულებლის როლი მოირგოთ. უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ დეტალებს და გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას.



კურო
ერთდროულად უამრავი საქმის გაკეთებას შეძლებთ, რაც მალევე აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. არ დაგავიწყდეთ რელაქსაცია, თბილი აბაზანები, საუნა და კარგი ძილი ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.



ტყუპები
ამ დღეს მუსიკით, მოდით, ესთეტიკითა და მოგზაურობით დაინტერესდებით. შესაძლოა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზეც დაფიქრდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საოჯახო და სამსახურებრივი საქმეები შუადღის შემდეგ მოაგვაროთ.



კირჩხიბი
ამ დღეს განმარტოებას გადაწყვეტთ. მიიჩნევთ, რომ გარშემომყოფები არ იმსახურებენ თქვენთან ურთიერთობას. ამგვარი ქმედებისთვის შესაძლოა, დაისაჯოთ, თუმცა, მცირე ხნით. ვარსკვლავები გირჩევენ, ისწავლოთ ფარული ღირსებების დანახვა, ეძებეთ, რა უნდა ისწავლოთ ამა თუ იმ ადამიანისგან და არ ინანებთ.



ლომი
ეს დღე შესანიშნავია უძრავი ქონების შესაძენად, განსაკუთრებით, თუკი ამ საკითხზე დიდი ხანია ფიქრობთ. თუკი ახლა იწყებთ გადაწყვეტილების მიღებას, ნუ გექნებათ სწრაფი რეზულტატის იმედი. მოემზადეთ სოლიდური თანხის დასახარჯად საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.



ქალწული
ეს დღე აგრესიასთან ასოცირდება. ნუ ინერვიულებთ მცირედი უსიამოვნებების გამო და ნურც იმ შემთხვევაში, თუკი დამატებითი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ საკუთარ თავზე. მშვიდი და დაწყნარებული გონებით დროსაც დაზოგავთ და უფრო კარგ შედეგსაც მიიღებთ.



სასწორი
ოჯახში სერიოზული რეორგანიზაცია გელოდებათ - არ გამოირიცხება საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, რემონტი ან მნიშვნელოვანი შენაძენი, რომელიც თქვენს სახლს გაალამაზებს. ვარსკვლავების თქმით, მშობლებისგან მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას მიიღებთ. თუკი მეგობრული დამოკიდებულება გექნებათ, ნებისმიერ სირთულეს მარტივად გაუმკლავდებით.



მორიელი
მიუხედავად მცირე დაბრკოლებებისა, თქვენს ბიზნესს ინვესტორების მხარდაჭერა ელოდებათ. თქვენი დავალებაა, გახსნათ პირადი რეზერვი, განახორციელოთ არსებული იდეები, გაერკვიოთ საკუთარ საიდუმლოებებში და არასდროს შეუშინდეთ მოცემულ დავალებებს.



მშვილდოსანი
ეს დღე კონფლიქტით დაიწყება, ჰარმონიული კოსმოსური სიტუაცია გეხმარებათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. იფანტაზიორეთ, ნამდვილად არ წააგებთ. არ გამოირიცხება, სამსახურში პრემია მიიღოთ.



თხის რქა
ამ დღეს ოპტიმიზმი თქვენი გზამკვლევი იქნება. შესაძლოა, სიყვარული გეწვიოთ, რომელიც გულს გაგითბობთ და ბედნიერების იმედს ჩაგისახავთ. ნუ გაიყიდებით განწყობებსა და შესაძლებლობებზე, იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს უაზროდ მოგეჩვენებათ და ნუ ინერვიულებთ მომავალზე, რაც არ უნდა გითხრან ბოროტმა ენებმა.



მერწყული
გარშემომყოფები შეეცდებიან, თქვენი ცხოვრება გააკონტროლონ. ყველანაირად ეცადეთ, ეს არ დაუშვათ. სამსახურში მცირე პრობლემები იჩენს თავს. ვარსკვლავები გირჩევენ, კოლეგების კეთილგანწყობით ისარგებლოთ. იმისთვის, რომ დადებითი ენერგიით აივსოთ, საღამო მხიარულად გაატარეთ.



თევზები
ბედისწერა ნამდვილად გაგიღიმებთ - სიყვარულშიც, ყოველდღიურობაშიც, სამსახურშიც და შემოქმედებით წამოწყებებშიც. შეინარჩუნეთ სულიერი კომფორტი, მიეცით მოვლენებს დამოუკიდებლად განვითარების საშუალება. გამოიჩინეთ ფანტაზია, მაგალითად, გამოიყენეთ ინტერიერში ფენ-შუის წესები.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge