სტრესის დაძლევის საშუალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

  • funtime.ge
  • 3 ივნისი 14:21, 2018 წელი

ეს რჩევები სწრაფ რელაქსაციაში დაგეხმარებათ!

ვერძი


ვერძისთვის მთავარი საკუთარი სურვილის ასრულებაა. ზედმეტი დიპლომატია ვერძებს ხშირად ზედმეტ განცდებში აგდებს. ასე რომ, სწრაფად გაწყვიტეთ ყელში ამოსული ურთიერთობები და გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც გსურთ.


კურო


სტრესიდან გამოსასვლელად კუროებმა სტაბილურობისა და გაწონასწორებულობის გრძნობა უნდა დაიბრუნონ. გეყოთ ბარათის ლოდინი, დალიეთ გვირილას ჩაი და დაივიწყეთ ყველაფერი, რაც უხერხულობაში გაგდებთ.


ტყუპები


ტყუპებმა ზედაპირულობის გრძნობა უნდა შეინარჩუნონ. ზედმეტად ჩაღრმავება - ადამიანებში, სამუშაოში, გატაცებაშიც კი - გთრგუნავთ, ამიტომაც რამე სხვაზე გადაერთეთ.


კირჩხიბი


კირჩხიბებს სტრესი რაიმე მიზნის მიღწევისას ზედმეტი დაძაბვისგან უჩნდებათ. კირჩხიბების ნორმალური მდგომარეობა მოდუნება და კომფორტის (როგორც ფიზიკურის, ისე ფსიქოლოგიურის) შეგრძნებაა. ამიტომაც მიზნისკენ სწორხაზოვნად სიარულს შეეშვით.


ლომი


ლომებს ცხოვრებაში ნათელი ფერების ნაკლებობა აღიზიანებთ. ბოლოს და ბოლოს, გაიკეთეთ მაკიაჟი და წვეულებაზე წადით. თუ მამაკაცი ხართ, მოიფიქრეთ რამე კაცური, კაშკაშა და დაუვიწყარი, თუნდაც სტრიპტიზ-ბარს ესტუმრეთ.


ქალწული


ქალწულებს ცხოვრებაში მოუწესრიგებლობა ჭკუაზე შლით. ამიტომაც მოსადუნებლად გაიხსენეთ, რომელი საქმე არ გააკეთეთ, ანდა რომელი ანგარიში დაგრჩათ გასასტუმრებელი და წინ.


სასწორი


სასწორებს ვარსკვლავები მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობის დალაგებას ურჩევენ. როგორც კი კამათისა და გაუგებრობების ტვირთს მოიშორებთ, მაშინვე შვებას იგრძნობთ.


მორიელი


მორიელებს დამყაყებული ვითარებები არ მოსწონთ. განვითარების არარსებობა მათ სტანჯავს. ამიტომაც შეანჯღრიეთ საკუთარი თავი და გამოცვალეთ ის, რისი გამოცვლაც დიდი ხანია, გინდათ.


მშვილდოსანი


მშვილდოსნებს გლობალური მასშტაბის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგება გაახარებთ. უსაგნო საუბრის მოსმენა კი აპათიაში აგდებთ. ამიტომაც სტრესთან საბრძოლველად საინტერესო ლექციას დაესწარით, ანდა სხვა ისეთ ადგილს, სადაც მნიშვნელოვან სიახლეს შეიტყობთ.


თხის რქა


თხის რქებს მიზნების აუსრულებლობა დეპრესიაში აგდებთ. ამიტომაც ჯერ მიზანი დასახეთ და შემდეგ შეასრულეთ. სტრესიც უკვალოდ გაქრება.


მერწყული


მერწყულები უცნაურები არიან. სტრესში მათ რუტინა და შაბლონური მოქმედებები აგდებთ. ეცადეთ, იგიჟოთ მეგობრებთან ერთად.


თევზები


თევზები ისეთ ცხოვრებაზე ოცნებობენ, რომელშიც მათ არავინ შეაწუხებთ. სტრესს კი ცხოვრების საპირისპირო სტილი იწვევს. მოსადუნებლად ყველასგან მოშორებით წადით და ტელეფონიც გათიშეთ, უარი თვით ინტერნეტზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიგრძნობთ ნამდვილ ჰარმონიას.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge