რომელია კვირის ყველაზე ანტისექსუალური დღე?

  • funtime.ge
  • 2 ივნისი 10:34, 2018 წელი

აღმოჩნდა, რომ უმეტესობისთვის ეს ერთი და იგივე დღეა.

პროდუქტების ექსპრესმიწოდების პროგრამის დახმარებით, მკვლევარებმა გამოაქვეყნეს იმ სამი მილიონი პროდუქტის ანალიზი, რომელიც ამერიკელებმა 2017 წელს შეუკვეთეს. 
ამ ანალიზის დახმარებით მარტივად განისაზღვრა, რა ნივთები შეიძინეს მომხმარებლებმა სხვადასხვა თვესა და კვირის დღეებში.


პროდუქტების ჩამონათვალში აღმოჩნდა პრეზერვატივი.


პრეზერვატივების შეძენის ბუმი დასვენების დღეებშია, რაც, გასაგებიცაა: სწორედ დასვენების დღეებში ვცდილობთ, გავერთოთ კლუბებსა თუ რესტორნებში, ვოცნებობთ ახალ ნაცნობობაზე, რომელიც შეცვლის ჩვენს ცხოვრებას (ან თუნდაც, ღამეს). სხვათა შორის, დაოჯახებული წყვილებიც ცდილობენ, დასვენების დღეებში განმარტოვდნენ და ბავშვებს ბებიებთან უშვებენ.


აი, პრეზერვატივის შესაძენად (და, ალბათ, მოსახმარადაც) ყველაზე არაპოპულარული დღე ორშაბათი აღმოჩნდა. 
დიახ, დღე, რომელიც ისედაც არ გვხიბლავს სამუშაო კვირის დაწყების გამო. 
და თუკი ორშაბათს იგრძნობთ, რომ ლიბიდო აბაზანაში დაგრჩათ და თქვენს პარტნიორთან ერთად პორნოფილმების ყურებაც კი არ აგიმაღლებთ განწყობას, ნუ იდარდებთ: ეს მხოლოდ თქვენ არ გემართებათ. გაიხსენეთ, რა დღეა?

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge