„როცა მარტოები ვართ, მიშა კონცერტსაც მიტარებს“

  • funtime.ge
  • 31 მაისი 23:22, 2018 წელი

მომღერალი სოფო ბედია კონცერტისთვის ემზადება, თუმცა ამჯერად უკვე საკუთარი მუსიკალური სტუდიის აღსაზრდელებს გამოიყვანს სცენაზე... 

- ჩემი სტუდიის ბავშვებს 22 ივნისს „არტ ჰოლში“ პირველი საჩვენებელი კონცერტი აქვთ. ასე რომ, ამ ეტაპზე მათი მეცადინეობით ვარ დაკავებული. 


- მასწავლებლის ამპლუა როგორ მოირგეთ?
- ბავშვებთან ერთად ისეთი გარემო შევქმენი, მათთან მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სტუდია ჩემი მეორე ოჯახია. გაკვეთილზე რომ მოდიან, თითოეულის თვალებში სიყვარულისა და ბედნიერების სხივს ვხედავ. ყოველ წუთს ჩემთან ჩახუტება და მოფერება უნდათ, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს.


- თქვენი მეუღლე, მიშა მესხი როგორ აფასებს თქვენს ახალ საქმიანობას?
- მიშა პერიოდულად გაკვეთილებზე მესწრება კიდეც და მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა, რაც ბავშვებს ვამეცადინებ, აღნიშნავს კიდეც, რომ მუსიკალურად ძალიან გაზრდილები არიან. 


- მიშას ამღერებასაც ხომ არ უნდა ველოდოთ?
- მიშას მუსიკალური სმენა აქვს, თუმცა მისი ამღერება დაგვიანებულია. მხიარული ადამიანია და კარგ განწყობაზე რომ დამაყენოს, როცა მარტოები ვართ, სოლო კონცერტსაც მიტარებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიდი სცენა ელის. ხუმრობით მღერის და მეუბნება, შენც მეყოფი კარგი ხმითო. 


- საკუთარ კარიერაზე ზრუნვის დრო რამდენად გრჩებათ?
- დღეს შოუბიზნესი ისე არ ყვავის, რომ ბავშვების მეცადინეობით ჩემს კარიერას რამე დავაკლო. პარალელურად ახალ სიმღერაზე ვმუშაობ, რომელიც მამაჩემის ხსოვნას ეძღვნება. იმედია, კლიპის გადაღებასაც მალე მოვახერხებ. 


- თქვენი ძმა, ბორის ბედია „ჩხიკვთა ქორწილში“ ყვავის როლს შეასრულებს...
- ბორიას რაღაც პერიოდი ჩრდილში ყოფნა და კარიერაში პაუზის აღება მოუწია. ჯემალ ბაღაშვილის პროფესიონალიზმმა წლებს გაუძლო და ძალიან მიხარია, რომ მის მიუზიკლში ჩემი ძმაც იქნება. 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge