„ტრადიციულ, ქართულ ქორწილს გადავიხდით“ - მოცეკვავე რეზიკო რობაქიძე ქორწინდება

  • funtime.ge
  • 31 მაისი 19:46, 2018 წელი

სამეჯლისო-სპორტული ცეკვების მოცეკვავე რეზიკო რობაქიძეს მალე ნიშნობა აქვს. რეზიკოს რჩეული მისივე მოსწავლე, 19 წლის ნინი ბაბუნაშვილია.

- 17 ივნისს მე და ნინის ნიშნობა გვაქვს. 7 ოქტომბერს ტრადიციულ, ქართულ ქორწილს გადავიხდით. წლებია ერთმანეთს ვიცნობთ, თუმცა 4 თვეა, რაც ჩამოყალიბებული ურთიერთობა გვაქვს.


- ვინ არის თქვენი რჩეული?
- ჩემი საცოლე 19 წლის ნინი ბაბუნაშვილია. მასზე 10 წლით უფროსი ვარ. ნინი 3 წელი ჩემი მოსწავლე იყო. „თელაში“ 15 წლის ასაკში მოვიდა, თუმცა მის მიმართ გრძნობები მოგვიანებით გამიჩნდა. როცა შემიყვარდა, ვუთხარი კიდეც, რომ ცოლად უნდა მომეყვანა.


- როგორ მიიღო თქვენი წინადადება?
- ცოლად გამომყვებოდა თუ არა, არც კი შემითავაზებია. როდის უნდა დაგვეგეგმა ქორწილი, პირდაპირ ეს ვკითხე.


- ნინის რა მიღწევები აქვს ცეკვაში?
- ჯერჯერობით განსაკუთრებული მიღწევა არ აქვს, თუმცა ძალიან მონდომებული მოცეკვავეა.


- დაოჯახების შემდეგ ისევ თქვენს ჯგუფში გააგრძელებს მეცადინეობას?
- დაოჯახების შემდეგ ისევ მისი მასწავლებელი რომ ვიყო, ცოტა გაგვიჭირდება, თუმცა მაინც ვავარჯიშებ. ნინი ცეკვას გათხოვების მერეც გააგრძელებს, რადგან ეს ჩვენი საქმეა. 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge