კაცები უფრო ბევრს ლაპარაკობენ თუ ქალები? - ამის გასარკვევად მეცნიერული ექსპერიმენტი ჩატარდა

  • funtime.ge
  • 31 მაისი 19:20, 2018 წელი

ამ საინტერესო ექსპერიმენტის ჩატარება არიზონას უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა მიხეილ მელჰიმ გადაწყვიტა...

მეცნიერმა 396 მოხალისისგან (210 ქალი და 186 მამაკაცი) ჯგუფი შეადგინა, თითოეული მოხალისე ელექტრონული ჩამწერი მოწყობილობით აღჭურვა და მათზე დაკვირვება დაიწყო.

„ექსპერიმენტის შედეგით გაკვირვებული დავრჩი, რადგან ის საყოველთაოდ აღიარებულ სტერეოტიპს ეწინააღმდეგებოდა. ქალების ფოკუს-ჯგუფის წევრები დღეში 16 215 სიტყვას წარმოთქვამდნენ, მამაკაცები ოდნავ ნაკლებს - 15 669, თუმცა ლაყბობის აბსოლუტური რეკორდი მამაკაცებს ეკუთვნოდათ. ყველაზე სიტყვაძუნწი მამაკაცი დღეში 795 სიტყვას წარმოთქვამდა, ყველაზე ყბედი კი - 47 000 სიტყვას, რაც ყველაზე სიტყვაუხვი ქალის მაჩვენებელსაც კი მნიშვნელოვნად აღემატება“, - განაცხადა ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ პროფესორმა.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge