საკვერცხის კიბოს 4 ნაადრევი სიმპტომი, რომლის შესახებაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

  • funtime.ge
  • 31 მაისი 19:20, 2018 წელი

საჭირო ინფორმაცია იმისთვის, რომ დროულად გაამახვილოთ ყურადღება.

რისკ-ფაქტორები
ასაკი: საკვერცხის კიბო უფრო მეტად 50-60 წლის ქალებში ვითარდება. გარდა ამისა, გენების მუტაცია, რომელიც იწვევს კიბოს, შესაძლოა, მემკვიდრეობით გადაეცეს.



დიაგნოსტიკა
კონკრეტულად საკვერცხეების კიბოს ანალიზი არ არსებობს, თუმცა, ექიმს შეუძლია დაავადება ულტრაბგერითი დიაგნოსტიკით დაადგინოს. კიბოს არსებობის შემთხვევაში ცვლილებები სისხლის ანალიზშიც შეიმჩნევა.


სტადიები
საკვერცხის კიბოს ოთხი სტადია აქვს:


პირველი სტადია: კიბო მოდებულია ერთ ან ორივე საკვერცხეზე.
მეორე სტადია: კიბო მოდებულია მცირე მენჯის ძვალზე.
მესამე სტადია: კიბო მოდებულია მუცლის ღრუში.
მეოთხე სტადია: კიბოს მეტასტაზები გავრცელებულია სხვა ორგანოებსა და სისტემებზე.



როგორია სიმპტომები?



1. მუდმივად შებერილობის შეგრძნება
თუკი შებერილობის შეგრძნება 2 კვირაზე მეტ ხანს შეგაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.


2. მენჯისა და მუცლის ტკივილი



თუკი მენსტრუაცია არ გაქვთ, მაგრამ ტკივილი მაინც გაწუხებთ, ეს შესაძლოა, დაავადების მანიშნებელი იყოს. ამ სიმპტომების უგულებელყოფა არ ღირს.


3. მადის დარღვევა



შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის დარღვევებმა შეგაწუხოთ, თუმცა, პრობლემა ამ შემთხვევაში საკვერცხეებს უკავშირდება. საჭიროა, მიმართოთ ექიმს, ზუსტი დიაგნოზის დასადგენად.


4. მუდმივად შარდვის შეგრძნება



თუკი ბევრ წყალს არ სვამთ, მაგრამ ტუალეტში ჩვეულებრივზე უფრო ხშირად დადიხართ, ეს საშარდე ბუშტის ინფექციაზე ან საკვერცხის კიბოზე მიანიშნებს.


 


 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge