ვინ არის ბიზნესმენი, რომელიც დღეს სურამში სანადირო თოფით მოკლეს

  • newpost.ge
  • 29 მაისი 15:26, 2018 წელი

სურამში დღეს მოკლული პირი ბიზნესმენი მამია ბითაძეა, რომელიც სასტუმრო „სურამი პალასის“ მშენებლობას სურამში, ბაიანთხევში გეგმავდა, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტონ აქციებს მართავდა.

შეგახსენებთ, რომ სურამში დღეს მკვლელობა მოხდა, გამთენიისას ადგილობრივმა მამაკაცმა მეორე მამაკაცი სანადირო თოფით მოკლა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებით, წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება. როგორც შსს-ში განაცხადეს, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს და ამ დროისთვის დამნაშავის დასაკავებლად მიმდინარეობს საჭირო სამძებრო სამუშაოები. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7- დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


 

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge