ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც სიყვარულში მუდმივად რისკავს

  • funtime.ge
  • 29 მაისი 14:15, 2018 წელი

ნახეთ, თქვენც ხართ ამ სიაში?

ვერძი


მამაცი და გულადი ვერძის ამ სიის სათავეში მოხვედრა გასაკვირი არ უნდა იყოს, მათ ხომ რისკი უყვართ. ისინი ცხოვრების გზაზე მუდამ რისკისკენ მიილტვიან და სასიყვარულო ურთიერთობები გამონაკლისს არ წარმოადგენს. ვერძებს ახალი ურთიერთობების მწვავე შეგრძნებები ხიბლავთ - ზოგჯერ ეს უფრო მეტად იტაცებთ, ვიდრე ის ადამიანი, ვისაც ხვდებიან. ისინი ახალი სიყვარულის ადრენალინს განიცდიან. საბედნიეროდ, ისინი რამდენადაც მამაცები, იმდენად მდგრადები არიანი და ძალიან სწრაფად ფხიზლდებიან.


ლომი


რომანტიკული რისკების თავის თავზე აღება ლომების ლეგენდარული თავდაჯერებულობიდან მოდის. ეს თავდაჯერებულობა იმას ნიშნავს, რომ ისინი იმისკენ ისწრაფვიან, რაც სურთ. რეალობა კი ასეთია: ლომები იმდენად მომხიბვლელები და ქარიზმატულები არიან, რომ, როგორც წესი, მიზანს აღწევენ კიდეც.


მშვილდოსანი


ჩვენ ვებრძვით სტრესსა და წნეხს, მშვილდოსანი კი უბრალოდ ხელს აიქნევს და ყველაფერს თავის ნებაზე მიუშვებს. ზოდიაქოს ყველა ნიშნებიდან მშვილდოსანი ყველაზე ოპტიმისტურია. სწორედ ამიტომ, როცა სხვები პირად ცხოვრებაში რისკებს გაურბიან, მშვილდოსანი პირიქით, მზადაა, ამგვარ რისკზე წავიდეს.


თევზები


როცა საკითხი რომანტიკას ეხება, თევზებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ გარისკვა მოუწევთ. ენთუზიაზმის გამო, რისკი შეიძლება საკმაოდ დიდიც აღმოჩნდეს. რას ვიზამთ, თევზებისთვის სიყვარული ხომ გრანდიოზულ რომანტიკულ ჟესტებს უკავშირდება. ამ დროს ისინი ემოციური დაცვის პრიორიტეტებზე ნაკლებად ფიქრობენ.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge