საფრთხე, რომლითაც მოძრაობთ !

  • primetimenews.ge
  • 28 მაისი 12:01, 2018 წელი

საბურავი, ერთადერთი დეტალია ავტომობილში, რომელიც გზის ზედაპირს ეხება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის, რაც ჩვენს უსაფრთხოებას განსაზღვრავს ავტომობილით მოძრაობისას. 

საქართველოში მეორადი საბურავების წილი 70%-ს აჭარბებს, რაც მაღალი მოთხოვნით არის განპირობებული. ერთი შეხედვით მეორადი საბურავების შეძენა მომხმარებლისთვის დაკავშირებულია თანხის დაზოგვასთან მისი იაფი ფასიდან გამომდინბარე, თუმცა მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ რამდენად განივრულია ჩვენი გადაწყვეტილება და დავფიქრდეთ, ღირს მეორადი საბურავების შეძენით დაზოგილი თანხა ჩვენს უსაფრთხოებად? სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ, რადგან ამ არაგონივრულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს. 


ვინაიდან მომხმარებელს არ აქვს სრული ინფორმაცხია საბურავის ისტორიის შესახებ, არჩევანს მხოლოდ საბურავის პროტექტორის ვიზუალური დათვალიერების შემდეგ აკეთებს, ეს კი რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. სწორედ ამიტომ მომხმარებელს ხშირად უწევს მათი შეცვა, ვინაიდან მეორადი საბურავებვის განმეორებით ექსპლოატაციის ვადა საკმაოდ მცირე4ა, რაც მათთვის ხარჯს აორმაგებს.


თუ ახალი საბურავი 6 წლის მანძილზე შეგვიძლია გამოვიყენოთ, მეორადი საბურავი მაქსიმალური საექსპლუატაციო პერიოდი ხშირ შემთხვევაში რამდენიმე თვეა. 


მეორადი საუბარი გარედან შეიძლება მართლაც ძალიან კარგად გამოიყურებოდეს, რისკი კი შიგნიდან მოდის. 


მთავარი საშიშროება ის არის, რომ არასოდეს ვიცით, რის გადატანა მოუხდა ამ საბურავს. თუ წინა მფლობელი მანქანას ისე აპარკინგებდა, რომ საბურავებს ბორდიურზე მიჭყლეტილს ტოვებდა ან დაშვებული საბურავით დადიოდა, საბურავის შიდა კარკასი დაზიანებული იქნება, რისი შემჩნევაც ვიზუალური დათვალიერებისას შეუძლებელია. გარედან ხომ მხოლოდ პროტექტორისა და ასაკის შემოწმება შეიძლება. პროტექტორი მინიმუმ  4- მილიმეტრიანბი უნდა იყოს, ასაკს ე.წ. DoT-ით გაიგებთ. საბურავის ასაკი 6 წელს არ უნდა აღემატებოდეს, რადგან რეზინა 6 წლის შემდეგ საჭირო თვისებას კარგავს. 


საბურავების წვცის შედეგად გამოიყოფა ისეთი ტოქსიკური ნივთიერებები, რომელიც კიანცეროგენურია და ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს. 


დღეს ყველაზე ხშირად მეორად საბურავებში ვადაგასული საბურავები, ხელოვნურად ამოჭრილი პროტექტორით და ზომაზე დასული, ან უფრო დაბალი პროტექტორით. 


მეორადი საბურავების შეძენისას, ასევე მეტად მნიშვნელოვანია მათი ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები, სად და რა კლიმატურ პირობებში იმყოფებოდა. საბურავების შენახვა დაუშვებელია როგორც მაღალ ტემპერატურაზე, ისე ნესტის პირობებში. მაღალი ტემპერატურა იწვევს რეზინის გამოშრობას და მასალა კარგავს მდგრადობას და შესაძლებელია, მცირე ზეწოლამაც გამოიწვიოს მისი დაზიანება. 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge