კოსმოსურმა ნაგავმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია - რა ელის დედამიწას?

  • funtime.ge
  • 26 მაისი 23:07, 2018 წელი

1957 წლის შემდეგ, რაც დედამიწის პირველი თანამგზავრი გაუშვეს, ადამიანმა კოსმოსი კრიტიკულ ნიშნულამდე დააბინძურა.

„ჩვენ კრიტიკულ ზღვარს მივაღწიეთ. კოსმოსურ სივრცეში მფრინავი მსხვილი ობიექტები ერთმანეთს ეჯახებიან და წვრილ ნაწილაკებს ქმნიან, რომლებიც სივრცეს უფრო სწრაფად ანაგვიანებენ, ვიდრე მათი გაწმენდა შეიძლება“, - განაცხადა NASA-ს ყოფილმა მკვლევარმა დონალდ კესლერმა.

მეცნიერის პროგნოზით, მალე დედამიწის ორბიტაზე იმდენი ნაგავი დაგროვდება, რომ ღრმა კოსმოსის კვლევა და მარსსა თუ პლუტონზე ექსპედიციების გაგზავნა შეუძლებელი იქნება.

2009 წელს რუსული და ამერიკული თანამგზავრების შეჯახებას კოსმოსში 2000-ზე მეტი ნაგვის ნაწილაკის გაჩენა მოჰყვა.
ამჟამად დედამიწის ორბიტაზე ნახევარი მილიონ ტონაზე მეტი ტექნოგენური კოსმოსური ნაგავი დაფრინავს, აქედან 23 000 ტონა ბეისბოლის ბურთის ზომის ნატეხებისგან შედგება.

ნაგვის ზომა მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა ზომის მიუხედავად, სისწრაფე, რომლითაც მოძრაობს, მას უკიდურესად სახიფათოს ხდის.
დედამიწის ზედაპირიდან 320 მკ-ის დაშორებით მყოფი ნაგვის ნაწილაკები დაახლოებით 28.2 კმ/სთ სისწრაფით მოძრაობს, რაც წამში, დაახლოებით, 8 კილომეტრს შეადგენს. შედარებისთვის გეტყვით, რომ ავტომატიდან გატყორცნილი ტყვიის სისწრაფე წამში დაახლოებით 715 მეტრია.

ასეთი სისწრაფით მოძრავმა საგანმა, თუნდაც ის ბეისბოლის ბურთის ზომის იყოს, შეიძლება კოსმოსურ ხომალდს სერიოზული დაზიანებები მიაყენოს.
დედამიწის მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით, ნაგავი, უბრალოდ, კოსმოსურ სივრცეში კი არ დაფრინავს, ჩვენს პლანეტას სარტყელივით ეკვრება და უდიდეს საფრთხეს უქმნის.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge