ფიგარო აქ, ფიგარო იქ - რას ნიშნავს სექსუალური ფლუიდურობა?

  • funtime.ge
  • 26 მაისი 23:02, 2018 წელი

ადამიანების უმეტესობას საკუთარი სექსუალური ორიენტაცია განსაზღვრული აქვს, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ამ მხრივ ჩამოყალიბება უჭირთ. 

ეს არც არის აუცილებელი: ამგვარი შემთხვევისთვის არსებობს კონკრეტული ტერმინი - სექსუალური ფლუიდურობა. 


სექსუალური ფლუიდურობა - ეს ნიშნავს სექსუალურად მიმზიდველი ობიექტის შეცვლას სიტუაციის, გარემოს ან ურთიერთობების მიხედვით. ამ შემთხვევაში შესაძლოა, სექსუალურად მიგიზიდოთ კაცმაც და ქალმაც. ეს არ ნიშნავს, რომ ჩამოყალიბება არ შეგიძლიათ, უბრალოდ, ადამიანი ამ დროს, სიტუაციიდან გამომდინარე, საუკეთესო ვარიანტს არჩევს.


რით განსხვავდება სექსუალური ფლუიდურობა ბისექსუალობისგან?


ამ ვარიანტებს ბევრი საერთო აქვს. პრობლემა ისაა, რომ ბისექსუალობას არ აქვს ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს არის ინტერესი როგორც ქალის, ისე კაცის მიმართ. სხვები კი განმარტავენ, რომ ის საერთოდ არ განსაზღვრავს პარტნიორის სქესს და საერთოდ, სქესს ბისექსუალობაში მნიშვნელობა არ აქვს.


მთავარი განსხვავება ისაა, რომ ბისექსუალები, როგორც წესი, ნამდვილად არიან დაინტერესებულები ორივე სქესით, შესაძლოა, ეს არ იყოს თანაფარდობით 50:50-ზე, მაგრამ მათ არ სჭირდებათ აქეთ-იქით გადასვლა. აი, ფლუიდურობა კი გულისხმობს შემდეგს: ამგვარი ადამიანი შესაძლოა, არასდროს იყოს ბისექსუალი, ძირითადად ის ერთ სქესზე ყალიბდება. გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ბისექსუალს სექსი აქვს ან მხოლოდ კაცთან, ან მხოლოდ ქალთან.


როგორც კვლევამ აჩვენა, სექსუალური ფლუიდურობა უფრო ქალებს ახასიათებთ, თუმცა, კონკრეტული ციფრების დასახელება მეცნიერებს უჭირთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ვარიანტი ნორმალურია და ორიენტაციის არჩევასთან დაკავშირებით ბევრ ფიქრს არ საჭიროებს. სექსუალური ფლუიდურობის დროს, სექსი შესაძლოა, გქონდეთ როგორც კაცთან, ისე ქალთან.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge