9 წლის ბიჭმა თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა

  • funtime.ge
  • 26 მაისი 15:23, 2018 წელი

22 მაისს, როსტოვის ოლქის #15 სკოლის საბავშვო მოედანზე ცხრა წლის ბიჭმა თანაკლასელებს მამის კუთვნილი პნევმატური იარაღიდან სროლა აუტეხა.

მოგვიანებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დამნაშავე ბავშვი თანაკლასელებთან ჩხუბის შემდეგ, იარაღის ასაღებად სახლში წავიდა. მშობლები სამსახურში იყვნენ, ამიტომ ბავშვმა მარტივად მოახერხა პნევმატური თოფის სახლიდან გამოტანა. ამის შემდეგ, მოსწავლე სკოლის ღობეზე გადაძვრა და თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა. ერთ-ერთ ბავშვს ტყვია ყელში, საძილე არტერიასთან ახლოს მოხვდა. დაჭრილს პირველადი დახმარება სკოლის ეზოში მყოფი მოსწავლეების მშობლებმა გაუწიეს. მოგვიანებით, ბავშვი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge